გიორგი გაბუნია: ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს "მთავარი არხი"
ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მთავარი არხის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო — ინფორმაციას მთავარი არხის გენერალური დირექტორი გიორგი გაბუნია ავრცელებს.
გაბუნიას თქმით, იმ დროს, როდესაც ქართველი ხალხი ქუჩაში იბრძვის თავის უფლებების დასაცავად, არალეგიტიმური ხელისუფლების მოსაცილებლად და მოვლენების წინა ხაზზე მდგომი ჟურნალისტები სამიზნეები არიან, მთავარი არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა არხის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
"მთავარი არხის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გადაწყვიტა ფაქტობრივად თვითონაც ჩაერთოს ქართული ოცნების წამოწყებულ მასობრივ ძალადობაში და მის ხელთ არსებული საშუალებებით თავადაც იძალადოს ჟურნალისტებზე რათა მათი მუშაობა შეუძლებელი გახადოს. ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა დახუროს „მთავარი არხი“, — განაცხადა გიორგი გაბუნიამ მთავარი არხის ჟურნალისტებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, მთავარი არხი უკვე დარჩა ფინანსური წყაროების გარეშე, რაც, საბოლოოდ, არხის მუშაობას შეუძლებელს გახდის, თუმცა გაბუნიას თქმით, იბრძოლებენ და სადამდეც შეეძლებათ, იქნებიან ეთერში.
"ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა გააკეთოს ის, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილს ძალიან სჭირდება - ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს "მთავარი არხი".
ამას ოქუაშვილი აკეთებს რამდენიმე თვის წინ მის მიერ დანიშნული დირექტორის და მისი დავალებების მორჩილი შემსრულებლის, გოგი ქურდაძის ხელით. ქურდაძე სპეციალურად დაინიშნა კომპანიაში ოქუაშვილის წარდგინებით ერთადერთი ამოცანით - რომ ხსენებულ დამფუძნებელს ჰქონოდა არხზე ქმედითი ბერკეტი პირადი მიზნების მისაღწევად, თორემ სხვა მხრივ გოგი ქურდაძეს არ გააჩნია ტელევიზიის სპეციფიკასთან დაკავშირებული არანაირი კომპეტენცია, არც კი იცნობს არხის თანამშრომლებს, აიგნორებს მათ თხოვნას, რომ, უბრალოდ, შეხვდეს მაინც მათ! და საერთოდ არც კი დადის სამსახურში.
ერთადერთი, რასაც გოგი ქურდაძე ოქუაშვილის დავალებით აკეთებს, არის ის, რომ ბლოკავს ყველა ფინანსურ ოპერაციას კომპანიაში და უარს ამბობს კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კონტრაქტების გაფორმებაზე." — ამბობს გიორგი გაბუნია.
არხის გენერალური დირექტორი არ გამორიცხავს ზაზა ოქუაშვილის ბიძინა ივანიშვილთან გარიგებას და ამბობს, რომ ოქუაშვილისთვის არხი მანიპულაციის საგანია.
"ალბათ, იცით, ოქუაშვილს აქვს მძიმე სასამართლო დავა ბიძინა ივანიშვილთან, რაც კი არ გამორიცხავს მათ შორის თანამშრომლობას, არამედ პირიქით - სწორედ ამ დავაში შეთანხმების მისაღწევად ოქუაშვილს ძალიან სჭირდება "მთავარი არხით" მანიპულირება.
ქართულ ოცნებასთან გარიგება ოქუაშვილის მხრიდან სიახლე არ არის - შეგახსენებთ, რომ სწორედ მისი ოჯახის წევრებმა, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა მისცეს ხმა ოცნებისთვის სასურველ იუსტიციის საბჭოს წევრებს მაშინ, როდესაც ხელისუფლებას აკლდებოდა საკუთარი ხმები ამ კანდიდატების გასაყვანად და აუცილებლად სჭირდებოდა რამდენიმე ოპოზიციური ხმაც. მაშინ მაშველ რგოლად სწორედ ოქუაშვილის ოჯახის წევრები გამოჩნდნენ.
ჩვენ არ გვიბრძოლია ამდენი იმისთვის, რომ, საბოლოოდ, არხი - ზაზა ოქუაშვილის სახით - ბიძინა ივანიშვილს ჩავუგდოთ ხელში. ამიტომ სადამდეც შევძლებთ, ისევ ვიბრძოლებთ და ვიქნებით ეთერში ჩვენი მაყურებლისთვის და ქართველი ხალხისთვის.
მთავარი ხართ თქვენ და ჩვენთვის მთავარია, ბოლო წუთამდე ვიდგეთ ჩვენს კოლეგებთან ერთად ყველაზე ცხელ წერტილებში და მოგიყვეთ, რა ხდება იქ, სადაც წყდება საქართველოს ბედი და ვერანაირი გოგი, ვერანაირი ზაზა და ვერც პუტინის მეგობარი ბიძინა ვერ შეგვაჩერებს!" — აცხადებს გიორგი გაბუნია.
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
კომენტარები