კონსტანტინე ვარძელაშვილი: კომისიის წევრების ნაწილი ვერ მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია
სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრი, კონსტანტინე ვარძელაშვილი მიიჩნევს, რომ კომისიის წევრების ნაწილი ვერ მიიღებს ობიექტურ, პოლიტიკურად მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას მის კანდიდატურასთან დაკავშირებით. კომისიის ზოგიერთი წევრის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ვარძელაშვილის განცხადებას ტაბულა ავრცელებს.
ვარძელაშვილი ინტერესთა კონფლიქტზე საუბრისას აღნიშნავს:
- კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, მონაწილეობას იღებდა მისი ყოფილი მოადგილის შეფასებაში;
- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, მონაწილეობდა საკუთარი კოლეგების (საქართველოს ელჩების) შეფასებაში;
- საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრები ასევე მონაწილეობდნენ მათი კოლეგების (უზენაესი სასამართლოს წევრის და იუსტიციის საბჭოს წევრის) შეფასებაში;
- კომისიის თავმჯდომარემ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, საქართველოს მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა, კომისიის წევრმა - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, არაერთხელ საჯაროდ გამოხატეს ნეგატიური დამოკიდებულება მის და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ იმ გადაწყვეტილებების გამო, რომელიც ბოლო წლებში, მისი მონაწილეობით იქნა მიღებული.
ვარძელაშვილი ამ გარემოებებიდან გამომდინარე, შუამდგომლობით მიმართავს კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს; საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს, შალვა თადუმაძესა და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფიო კილაძეს არ მიიღონ მონაწილება მისი ან საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა ყოფილი, თუ მოქმედი წევრების შეფასების პროცესში და მათ ნაცვლად კომისიის სათადარიგო წევრები დაინიშნონ.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კონკურსი მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ ჩატარდეს, არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები, ხოლო კანდიდატები შერჩეული იქნენ სამართლიანი და თანასწორი კონკურენციის პირობებში. კონკურსი არამხოლოდ უნდა ჩატარდეს სამართლიანად, არამედ ასეთად უნდა აღიქმებოდეს საზოგადოებისა და კონკურსში მონაწილეების მიერ", - აღნიშნავს ვარძელაშვილი.
მოსამართლეობის კანდიდატი აღნიშნავს, რომ კონკურსი ამჟამადაც ხარვეზებით მიმდინარეობს. მისი თქმით, საბუთების წარდგენისთვის განკუთვნილი ვადის ამოწურვის შემდეგ, რამდენიმე საათში გამოქვეყნდა გასაუბრებისთვის შერჩეული კანდიდატების სია და შერჩეულ კანდიდატებს 24 საათზე ნაკლები დრო მიეცათ გასაუბრებაზე გამოცხადებისთვის. მას მიაჩნია, რომ ეს გარემოება აჩენს ეჭვს, რომ კონკურსი ფორმალურად მიმდინარეობს.
-
ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო
გადახედვა
-
OC Media: აზერბაიჯანში ჰიჯაბებთან დაკავშირებით პროტესტია — ვრცელდება ცნობები სოცქსელების დაბლოკვის შესახებ OC Media: აზერბაიჯანში ჰიჯაბებთან დაკავშირებით პროტესტია — ვრცელდება ცნობები სოცქსელების დაბლოკვის შესახებ
გადახედვა
-
კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს
გადახედვა
-
ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის
გადახედვა
-
Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
-
საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს
გადახედვა
-
როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს
-
უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს
გადახედვა
-
მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია
-
როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე
გადახედვა
-
"მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება "მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
გადახედვა
-
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
გადახედვა
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია 10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
-
სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს
გადახედვა
-
Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector
გადახედვა
კომენტარები