ალექსანდრე დარახველიძე: დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 42 თანამშრომელი
ფოტო: შსს
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომიტინგეებს შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დაშვებულ ნორმების დარღვევასა და ძალადობრივ ქმედებებში ადანაშაულებს. როგორც ბრიფინგზე მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, საპროტესტო აქცია არაერთხელ გასცდა კანონის ფარგლებს და შედეგად, მისი ინფორმაციით, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 42 თანამშრომელი.
"აქციის მონაწილეთა ნაწილმა გადაინაცვლა პარლამენტის
უკანა შესასვლელის მიმდებარედ და დაიწყეს პროვოკაციული ქმედებების
განხორციელება, რაც გამოიხატა პოლიციის მიმართ სიტყვიერ და ფიზიკურ
დაპირისპირებაში. ასევე, აქციის მონაწილეები პარლამენტის უკანა
შესასვლელთან და ჩიტაძის ქუჩაზე მყოფ პოლიციელებს ესროდნენ ქვებს, შუშის
ბოთლებს, პიროტექნიკას, სხვადასხვა რკინის საგანს, კვერცხებს, საღებავებს,
პოლიციელებს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. აქციის მონაწილეთა მხრიდან
განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, რამდენიმე პოლიციელმა
სხვადასხვა, მათ შორის, მძიმე სახის დაზიანება მიიღო.
სიტუაციის დეესკალაციისა და სამართალდამცველთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის
დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება,
საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები ჩაენაცვლებინა
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური აღჭურვილობის მქონე
თანამშრომლებით, თუმცა სამართალდამცველთა მიმართ ძალადობრივი ქმედებები
მაინც გრძელდებოდა საათების განმავლობაში.", — განაცხადა დარახველიძემ.
მინისტრის მოადგილის მტკიცებით, მიუხედავად აქციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცველების მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებებისა, რომ მათ შეეწყვიტათ ძალადობრივი ქმედებები და პროტესტი გამოეხატათ მშვიდობიან ფორმებში, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს.
"ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აქციის მონაწილეთა დესტრუქციული ქმედებები, საფრთხეს უქმნიდა როგორც პროტესტის მონაწილეთა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. პროტესტის გამომხატველთა ქმედებები, არაერთხელ გასცდა შეკრება-მანიფესტაციის კანონით განსაზღვრულ ჩარჩოებს და გადაიზარდა
ძალადობრივ ქმედებებში.", — განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მომიტინგეები ხელოვნურად ხერგავდნენ რუსთაველის გამზირს, აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას და ცეცხლს უკიდებდნენ ნაგვის ურნებს და ხის სკამებს.
დარახველიძის ინფორმაციით დაკავებულია 107 პირი, მისივე ინფორმაციით, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 42 თანამშრომელი.
"კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ და მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, პროტესტი
გამოხატონ კანონით დასაშვებ ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან
საქმეთა სამინისტრო, სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, გაატარებს კანონით
მინიჭებულ ყველა ღონისძიებას.", — აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები