ირაკლი კობახიძე

7 Nov. 2024, 21:09

"რეალურად, ჩვენ გვჭირდება არგუმენტები. რომ დავიწყოთ საუბარი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონზე, აქ არის საუბარი ელემენტარულ საკითხებზე, ეს ბანალური თემა, უნდა გავარკვიოთ, საბოლოო ჯამში, კაცი კაცია თუ არა, ქალი ქალია თუ არა. ამაზეა საუბარი, რომ ასეთი საკითხები იყოს გაწერილი.

ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში ეს ასე არ არის. ძალიან ბევრ მამაკაცს შეუძლია გადაეწეროს ქალად, შემდეგ დაბრუნდეს კაცად. ეს არის გაწერილი კანონმდებლობით ბევრ ევროპულ ქვეყანაში. ჩვენი კანონი ეხება ზუსტად ამას, ამის თავიდან არიდებას. [...] თუ ვინმეს აქვს პრეტენზიები, კონკრეტულად უნდა გვითხრას, რა არ მოსწონთ ამ კანონში, რომელი მუხლი, რომელი ნორმა.

რაც შეეხება გამჭვირვალობის შესახებ კანონს, აქაც გვჭირდება რეალური არგუმენტები."

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად რუსული კანონისა და ჰომოფობიური კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით. [სტილი დაცულია]


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ