გირჩი

2 ნოე, 2024

ახალი არჩევნების ჩატარების ამ დროისთვის ერთადერთი ლეგიტიმური საფუძველი — ფარულობის პრინციპის დარღვევაა.


ოპოზიციის მიერ სადაო ან არასაკმარისი მტკიცებულებების გამოყენება "აღქმების" შესაქმნელად, ან გამოძიება არჩევნების გაყალბების დასამტკიცებლად და ხელახალი არჩევნების დასანიშნად, ოცნების წისქვილზე ასხამს წყალს. ოპოზიცია მათ მთავარი დარღვევიდან სხვაგან წასვლის და უაზრო დისკუსიის მოწყობის საშუალებას აძლევს.


"მიტინგზე მოდით და გეგმას იქ გაგაცნობთ" უბრალოდ ხალხის დაცინვაა, რასაც ნელ-ნელა პროპაგანდით დაბრმავებული საზოგადოებაც კი აცნობიერებს.


თუ მართლა ახალი არჩევნები გვსურს, შემდეგი რამ არის გასაკეთებელი:


1. უნდა ჩამოყალიბდეს ერთადერთი მოთხოვნა — "ფარულობის ტოტალური დარღვევის საფუძველზე დაინიშნოს ახალი არჩევნები".
მოთხოვნის შესასრულებლად ცესკოს მიეცეს ერთი კვირა.

2. ამ მოთხოვნის მხარდასაჭერად დაიწყოს მართლა დიდი მიტინგის დაორგანიზება, მაგალითად, შაბათს.

3. პარალელურად დასავლელ პარტნიორებთან შედგეს მოლაპარაკება, რომ თუ მიტინგის მეშვეობით გამოხატული ხალხის პოზიცია ცალსახა იქნება, ისინი არ აღიარებენ ამ არჩევნების შედეგებს.

4. საჯაროდ უნდა დაითქვას მიტინგზე მოსული ხალხის რაოდენობის დადგენის თვალნათელი ხერხი, რათა უკვე მიტინგის დროს ხალხმა იცოდეს რამდენი ვართ (გაზვიადებების გარეშე, რაც სჩვევია ხოლმე ორგანიზატორებს). მაგალითად, თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე დაახლოებით 100-120 ათასი ადამიანი ეტევა.

5. თუ ორივე პირობა - აქამდე არნახული მასშტაბის მიტინგი და პარტნიორების მხარდაჭერა ერთდროულად შესრულდება, ხალხი მიიღებს ხელისუფლების ცვლილების კიდევ ერთ შესაძლებლობას ან ახალი არჩევნებით, ან რევოლუციით.

ყველა სხვა გეგმა, მათ შორის, კარვები, წრეში-ბურთის თამაში, კონცერტები და სეირნობები, არის ფეიქ-რევოლუციის სცენარი, რომლის მიზანი — აპათიისა და ნიჰილიზმის გაღვივება, ხალხის დაღლა და ქართული ოცნების ხელისუფლებაში დარჩენაა.

სამწუხაროდ, ჩვენ არ გვჯერა, რომ გვარამიას, ხაზარაძისა და გახარიას ირგვლივ გაერთიანებული "პოლიტიკოსები" ნამდვილად იბრძვიან ხელისუფლებისათვის. მივიჩნევთ, რომ მათი ნაწილი მოსყიდულია, ხოლო ნაწილი უბრალოდ გონებასუსტები არიან.
ისინი ატყუებდნენ და ახლაც ატყუებენ ხალხს, რათა გაუხანგრძლივონ ივანიშვილს მმართველობა და ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის, ნაცვლად იმისა, რაც ზემოთ არის აღწერილი.

ჩვენ კი, ქართველმა ხალხმა არ მოგვცა იმის უფლება, რომ ასეთ მიტინგს სათავეში ჩავუდგეთ, თუმცა თავს ვალდებულად მივიჩნევთ ვთქვათ ჩვენ რას გავაკეთებდით, იმ შემთხვევაში, რომ ხალხს შეცდომა არ დაეშვა და ჩვენთვის მოეცა ზემოთ აღწერილი გეგმის შესრულების მორალური უფლება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. სომხეთი საქართველოს გავლით ალკოჰოლური სასმელების გადამზიდი სომხური სატვირთოების გადაადგილების ტემპით უკმაყოფილოა12340 ნახვა
  2. რა ქონებას ფლობს მერაბ დვალიშვილი?3060 ნახვა
  3. ქართული წარმოშობის ბლეიზ მეტრეველი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის, MI6-ის ხელმძღვანელად დაინიშნა1011 ნახვა
  4. ევროპულმა საბჭომ და ევროპარლამენტმა მიაღწიეს შეთანხმებას უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებულ მექანიზმზე798 ნახვა
  5. მუმბაიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება768 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მოსამართლე შოთა სირაძემ მზია ამაღლობელის საჩივარი არ დააკმაყოფილა

Netgazeti-ს ინფორმაციით, მოსამართლე შოთა სირაძემ მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. გამოცემის…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~