დენ თვაინინგი: გავოცდი, თუ რა მასშტაბით ხდებოდა ამომრჩევლის დაშინება და ზეწოლა
გავოცდი, თუ რა მასშტაბით ხდებოდა ამომრჩევლის დაშინება, ზეწოლა - ეს არის ნიშანი იმისა, რომ პარტია არ არის დარწმუნებული თავის მოსალოდნელ შედეგებში. ეს ნამდვილად არ არის დემოკრატიის ფუნდამენტური მახასიათებელი, — ამის შესახებ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში IRI-ის პრეზიდენტმა დენ თვაინინგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ორგანიზაციის მიერ განხორციელებული დაკვირვების შედეგად ერთ-ერთი მიგნება ისაა, რომ ადმინისტრაციული და სამართლებრივი რესურსის მასშტაბურად, ბოროტად გამოყენება ხდებოდა, რომელმაც „არაერთგვაროვანი სათამაშო მოედანი შექმნა“.
"პრემიერ-მინისტრმა და ივანიშვილმა გასულ საღამოს ახსენეს: როდესაც მთავრობა 12 წელია მთავრობაშია, გასაოცარია, რომ უკეთესი შედეგი დადოსო? რეალურად პასუხია კი, საოცარია, უპრეცედენტოც არის, 250-ზე მეტ საერთაშორისო არჩევებს ვაკვირდებოდით და ნამდვილად უჩვეულოა. შეგვიძლია დასკვნა გამოვიტანოთ, ეს რომ პოლიტიკურ ჭრილში განვიხილოთ.
ორი მნიშვნელოვანი მიგნებაა: მასშტაბური, ბოროტად გამოყენება ადმინისტრაციული და სამართლებრივი რესურსის, რომელმაც არაერთგვაროვანი სათამაშო მოედანი შექმნა. დიდი კონტროლი, ზეწოლა იყო სახელმწიფო ინსტიტუციებისა. მეორე: სისტემატური დაშინება, მუქარა, ამომრჩევლებზე როგორც წინა პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს. მე აქ ვცხოვრობდი სამი წელი და 2001 წლიდან დავდივარ აქ და ნამდვილად გავოცდი, თუ რა მასშტაბით ხდებოდა ამომრჩევლის დაშინება, ზეწოლა. ეს არის ნიშანი იმისა, რომ პარტია არ არის დარწმუნებული თავის მოსალოდნელ შედეგებში. ეს ნამდვილად არ არის დემოკრატიის ფუნდამენტური მახასიათებელი", — განაცხადა დენ თვაინინგმა.
გარდა ამისა, დენ თვაინინგის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების 90%-ზე მეტი ევროპას უჭერს მხარს, თუმცა ახლა კითხვა არის ის, თუ საით წავა მთავრობა.
"IRI-ის გამოკითხვების შედეგად, საქართველოს მოქალაქეების 90%-ზე მეტი ევროპას უჭერს მხარს. კითხვა არჩევნებისთვისაც და არჩევნების შემდგომი პერიოდისთვისაც ისაა - საით წავა მთავრობა, ხალხის მანდატის გათვალისწინებით. ევროკავშირმა შეაჩერა მიერთების პროცესი, ამერიკამ სანქციები დაუწესა მთავრობის წევრებს იმ დარღვევების გამო, რაც მათ ჩაიდინეს საბაზისო დემოკრატიული პროცესების დარღვევით. ვნახეთ მუქარები, მთავრობამ ადმინისტრაციული რესურსით ისარგებლა ბოროტად, გამოიყენა პოლიტიკური ძალაუფლება, სამართლებრივი ინსტიტუტები, რათა ოპოზიციური პარტიები გაეყვანა თამაშის მოედნიდან ან ხელი შეეშალა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ესეც ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოა. თუ საქართველო დემოკრატიისკენ მიდის, ამას ყველა ვნახავთ, მოქალაქეებიც ნახავენ, რამდენად უპასუხებს მთავრობა ქართველი ხალხის დაკვეთას და წაიყვანს ქვეყანას ევროპისკენ", — განაცხადა დენ თვაინინგმა.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
კომენტარები