ალექსანდრ დუგინი

27 Oct. 2024, 11:54

"საქართველოს ხელისუფლებაში კვლავ სუვერენისტები მოდიან. ისინი სულაც არ არიან პრორუსები, მაგრამ არც დასავლეთის ყმები არიან. აი, რას ნიშნავს ნაციონალიზმი კარგი გაგებით — შეინარჩუნო სამშობლო და წესრიგი, გააძლიერო დამოუკიდებლობა, თავი არავის დაუხარო. ქართულ ოცნებასთან ურთიერთობა მარტივი არ იქნება, მაგრამ სოროსის მარიონეტებს, გარყვნილებსა და ექსტრემისტებს რომ გაემარჯვათ, მათთან გაცილებით მეტი პრობლემა იქნებოდა. ყველაზე ცუდ დღეში კი თავად ქართველები იქნებოდნენ.

სხვა საქმეა, რომ ოპოზიციამ იმაზე მეტი ხმა მიიღო, ვიდრე სუვერენისტები ფიქრობდნენ და პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა არ იქნება. მაგრამ ჩვეულებრივი უმრავლესობაც არ არის ცუდი. რეულობის ფაუძველი არ არსებობს. ქართულ ოცნებას უნდა გააჩნდეს სტრატეგია. ჯერჯერობით, ისინი საკმაოდ წარმატებულად ლავირებენ, მაგრამ ეს რესურსი უსასრულო არ არის. უნდა ეცადონ, საქართველოს დაუბრუნონ ძველი დიდება, ამჯერად ტრადიციულ, არალიბერალურ საფუძველზე და შეიყვანონ (საქართველო) BRICS-ში. იქ მალე საკუთარი ვალუტა იქნება.

ახლა კი საჭიროა სააკაშისტებისა და სოროსელი გარყვნილების რეაქციის მოგერიება და გამარჯვების გამყარება. ასევე დროა დავემშვიდობოთ არაპოპულარულ და ქართველოფობ პრეზიდენტს. დროა წავიდეს სახლში, პარიზში"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
  2. ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
  3. მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
  4. "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
  5. ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის შექმნილი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ახლა უკვე…