"სოციალური დაუცველების დაშინება და შანტაჟი — როგორ ემზადება "ოცნება" არჩევნებისთვის" —"აი, ფაქტის" ჟურნალისტური გამოძიება
ფოტო: აი ფაქტი
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებამ წინა საარჩევნო გარემოში სახელმწიფოს მიერ სოციალურად დაუცველთა წინააღმდეგ გამოვლენილ დაშინებასა და მუქარაზე ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა.
როგორც აი, ფაქტის მიერ ჩატარებულ კვლევაში წერია, გამოკითხვა საქართველოს სამ რეგიონში ჩატარდა. როგორც სოფლებში თავად სოციალურად დაუცველები ამბობენ, მთავრობას პროპორციული არჩევნებისთვის "სამზადისი" უკვე დაწყებული აქვს.
როგორც ორგანიზაცია წერს, ოლიგარქის მთავრობამ ხმების მისაღებად, სოციალურად დაუცველებზე მუქარის, ზეწოლისა და შანტაჟის პრაქტიკა აამოქმედა.
"ყველაფერს შეგიჩერებთო. წელს მაგრად ეშინიათ, მიხვდი? გააქტიურებულები არიან, რომ ხალხი უმეტესი ხმას არ მისცემს. დადიან და ხალხს ეუბნებიან, ხმა ვის უნდა მისცეთო. მანქანას აღარ გამოგიშვებთ ამ სოფელშიო… ტრანსპორტსო… სოფლის გამგეობიდანაც იყვნენ. სოფლის გამგეობაც დადის და აფრთხილებს ხალხს. ყველგან დადიან მაგენი", – ამბობს ერთ-ერთი სოციალურად დაუცველი.
დუშეთში კი სოციალურად დაუცველები ღიად საუბრობენ, რომ მთავრობა ხალხში შიშს აღვივებს. მათი თქმით, ოლიგარქის პარტიის წარმომადგენლები უბან- უბან დადიან და მოსახლეობას სამუშაოს დაკარგვით აშინებენ.
"ხალხში შიშებს მთავრობა აღვივებს. [სოციალურად დაუცველებს] აშინებენ, დახმარებას შეგიწყვეტთო… ჩვენც გვაშინებენ, მე სადაც ვმუშაობ. ჩუმად იყავითო. თუ ხმას არ მოგვცემთ, იცოდე რომ სამუშაოს დაკარგავო. არჩევნების წინ უბან-უბან დადიან. მე რომ მივედი კინოს შენობაში [“ქართული ოცნების” ამომრჩევლებთან შეხვედრაზე], მაშინ მითხრეს ბიჭებმა, სამუშაოს დაკარგავო. პარტიის წევრია ერთი ბიჭი, “ქართული ოცნების” კოორდინატორია, სახელი არ ვიცი. მე ძალაზე მედგნენ, რომ წაგიყვანთო და შემოხაზავთო", – ამბობს ადგილობრივი.
კვლევის მიხედვით, სოციალურად დაუცველთა რიგებში ყველაზე მოწყვლადი ის ნაწილია, რომელიც მთავრობამ დასაქმების პროგრამებში ჩართო. საგამოძიებო ჩატარებული ინტერვიუებითაც დასტურდება, რომ სხვადასხვა რეგიონში, ქალაქსა თუ სოფელში ამ ადამიანებს 300-ლარიანი სამსახურების წართმევით ან პირდაპირ ემუქრებიან, ან მინიშნებებს აძლევენ. მათთან ამ საკითხზე სასაუბროდ, ძირითადად, სოფლებში მერის წარმომადგენლები ან მმართველი პარტიის კოორდინატორები მიდიან.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები