რა ეწერა გრაგნილში, რომელიც არია სტარკმა ლითელფინგერის საძინებელში იპოვა
ფოტო: HBO
თუ სამეფო კარის თამაშების მეშვიდე სეზონის მეხუთე სერია ჯერ არ გინახავთ, შეწყვიტეთ ამ სტატიის კითხვა. ეჭვი გვაქვს, ბევრი თქვენგანი ჯერჯერობით სამსახურშია და სერიის ნახვა ვერ მოახერხა, ამიტომ კიდევ ერთხელ გირჩევთ აღარ გააგრძელოთ ამ სტატიის კითხვა.
ხოლო მათ ვინც შვებულება გაქვთ, არ მუშაობთ ან სამსახურში საქმე არ გქონდათ და დრო იხელთეთ, მნიშვნელოვანი დეტალის შესახებ მოგიყვებით.
როგორც იცით, პიტერ ბეილიშის, იგივე ლითელფინგერის ნდობა არამც და არამც არ შეიძლება. ვიდრე ის ცოცხალია და მით უმეტეს ვინტერფელშია, ვესტეროსის ყოფილი ფინანსთა მინისტრი თავისი ინტერესების გატარებას ბოლომდე ეცდება. ლითელფინგერმა იცის, რომ სტარკებს შორის შუღლის ჩამოგდება და მათი დასუსტება მისთვის კარგი ნიადაგია და სწორედ ამაზე მუშაობს.
სერიის მიმდინარეობისას ჩვენ ვნახეთ, რომ ჯონ სნოუს, რომელიც ამჟამად ჩრდილოეთის მეფის ტიტულს ატარებს, რამდენიმე თავადი თითქმის აუჯანყდა და სანსა სტარკთან დაიჩივლეს, ჩრდილოეთის მეფე სამხრეთში არ უნდა მიდიოდეს და ჩვენ შენ უნდა აგვერჩიე ლიდერადო. სანსამ ლორდებს მადლობა გადაუხადა და მოუწოდა ჯონს ნდობოდნენ. თუმცა მისი საუბრის ტონი და სიტუაციის მართვის გზა არ მოეწონა არიას.
არიამ დას უსაყვედურა, რომ მისთვის მთავარია იყოს კარგად და კომფორტულად და ძალაუფლება ჰქონდეს. უსაყვედურა იმის გამოც, რომ მან ჯონი არ დაიცვა და ლორდებს უფრო მკაცრი პასუხი არ გასცა.
პიტერ ბეილიში რის პიტერ ბეილიში იქნებოდა, რომ და-ძმას შორის არსებულ პატარა ბზარს ვერ ხედავდეს. სწორედ ამ ბზარის უფსკრულად ქცევას ემსახურება მისი ინტრიგა, რომელიც მან ოსტატურად გახლართა და არია ანკესზე წამოაგო.
მაშინ როდესაც არიას ეგონა, რომ ლითელფინგერი მას ვერ ხედავდა, სინამდვილეში ბეილიშმა ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა.
არია ლითელფინგერს უთვალთვალებდა, რა დროსაც დაინახა თუ როგორ მიუტანეს მას გრაგნილი.
"დარწმუნებული ხარ, რომ ეს ერთადერთი ასლია?", ჰკითხა ბეილშმა მსახურს. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ კი ლედი სანსა სტარკის სახელით მადლობა გადაუხადა.
ცხადია, არია მის საძინებელში შეიპარა და საკმაოდ ადვილად მისაგნებ ადგილას გრაგნილი იპოვა.
აი, რა ეწერა ამ ფურცელზე:
"რობ, გწერ დიდი მწუხარებით გულდამძიმებული. ჩვენი მეფე რობერტი მკვდარია, ტახზე ნადირობისას მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა. მამას ბრალს ღალატში დებენ. მან ჩემი საყვარელი ჯოფრის ბიძასთან ერთად შეთქმულება მოაწყო და მისი ტახტის ხელში ჩაგდება განიზრახა. ლანისტერები კარგად მექცევიან და ყველა კომფორტს მიქმნიან. გემუდარები, ჩამოდი ქინგსლენდინგში და შეჰფიცე ერთგულება მეფე ჯოფრის, თავიდან აარიდე ომი ორ დიდ გვარს, ლანისტერებსა და სტარკებს. შენი და, სანსა".
ეს წერილი, თუ არ გახსოვთ, სანსამ მართლაც გამოუგზავნა რობს. თუმცა არა თავისი ნებით, არამედ სერსეისა და ლანისტერების იძულებით.
ამბავისა და კონტექსტის ცოდნის გარეშე, არიას, ცხადია, ეგონება, რომ სანსამ იმ მომენტში ოჯახს უღალატა.
ალბათ გემახსოვრებათ, რომ პირველ სეზონში მდინარესთან მომხდარი ინციდენტის დროს, როდესაც არიას მგელმა ნაიმერიამ ჯოფრის უკბინა, სანსამ ჯოფრის მხარე დაიჭირა და ამის გამო მისი მგელი ლეიდი მოკლეს კიდეც, ხოლო არია იძულებული იყო ნაიმერია გაეგდო.
სანსას და არიას ურთიერთობა არც ომამდე იყო სახარბიელო, დები მუდმივად ჩხუბობდნენ. ამ სერიაში მომხდარი კამათი კი ადასტურებს, რომ არია სანსას მიმართ, მონატრების მიუხედავად, სიმპათიით არ არის განწყობილი. შესაბამისად, ამ წერილის წაკითხვის შემდეგ და იმის გათვალისწინებით, რომ მას ჰგონია, რომ ლითელფინგერი სანსას დავალებით მოქმედებს და წერილის დამალვას ცდილობს, დებს შორის ურთიერთობა კვლავაც დაიძაბება და აი, სწორედ აქ გამოავლენს ლითელფინგერი იმ მზაკვრულ გეგმას, რომელიც ამჟამად აქვს.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
კომენტარები