ფინანსთა სამინისტრომ ოფშორებიდან აქტივების გადმოტანისას არსებული საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის წესი დაამტკიცა
ფოტო: Kreston Georgia
2024 წლის 2 ოქტომბერს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევიდა ცვლილება "გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში, კერძოდ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული საწარმოს მიერ (შემდგომში ოფშორული კომპანია) რეზიდენტი საწარმოსთვის აქტივების გადმოცემისას დაწესებულ საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით. ცვლილების შედეგად, ბრძანებას დაემატა 11115-ე მუხლი, რომელიც არეგულირებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადებისგან გათავისუფლების წესებსა და პირობებს.
როგორც ცნობილია რომ 2024 წლის ივნისის თვიდან ამოქმედდა საგადასხადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილი, რომლითაც განისაზღვრა საგადასახადო შეღავათები იმ შემთხვევისთვის, თუკი 2028 წლის 1 იანვრამდე საქართველოს საწარმოსთვის მოხდება საკუთრების უფლების გადაცემა ე.წ. ოფშორული კომპანიის ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე), კერძოდ აღნიშნული ცვლილების ფარგლებში საგადასახადო შეღავათები დაწესდა შემდეგ გადასახადებში:
− მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება ამ უცხოური საწარმოს და მისი პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ, აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში, მიღებული შემოსავალი/სარგებელი;
− აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისაგან;
− საქართველოს საწარმო ამ ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივთან დაკავშირებით, 2030 წლის 1 იანვრამდე, გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან.
ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში განხორციელებული უკანასკნელი ცვლილებით კი მოხდა სწორედ აღნიშნულ შეღავათებთან დაკავშრებული რამოდენიმე მნიშვნელოვანი დეტალის დაზუსტება:
1. დაზუსტდა იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლების პირობა, კერძოდ აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი თავისუფლდება იმპორტის გადასახდელისაგან (მ.შ. დღგ-სგან), თუ ერთდროულად კმაყოფილდება შემდეგი პირობები:
ა) ოფშორული კომპანიის საკუთრებაში არსებული ყველა აქტივის/საქონლის საკუთრების უფლებით საქართველოს საწარმოსათვის გადაცემა და იმპორტი განხორციელებულია 2028 წლის 1 იანვრამდე;
ბ) ოფშორული კომპანიის და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი ან ფიზიკურ პირთა ჯგუფი ფლობს;
გ) ფიზიკური პირი (ფიზიკურ პირთა ჯგუფი) ოფშორული კომპანიის წილის/აქციების 100 პროცენტს ფლობს 2024 წლის 5 ივნისის მდგომარეობით;
დ) ფიზიკური პირი (ფიზიკურ პირთა ჯგუფი) საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ფლობს აქტივის/საქონლის საკუთრების უფლებით საქართველოს საწარმოსათვის გადაცემის და იმპორტის მომენტისთვის.
ამასთან, იმპორტის გადასახდელისაგან გათავისუფლების მიზნით, ზემოაღნიშნული პირობების შესაბამისად, საქართველოს საწარმოსთვის საკუთრების უფლებით გადაცემული აქტივის/საქონლის იმპორტის განმახორციელებელი პირი (საქართველოს საწარმო) იმპორტის თითოეულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მიმართავს განცხადებით (დანართი №VII7-01), რომელსაც უნდა ერთოდეს:
ა) უცხოურ საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ბ) ყველა აქტივის/საქონლის (მათ შორის, წილის/აქციის) 2024 წლის 5 ივნისამდე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;
გ) ყველა აქტივის/საქონლის (მათ შორის, წილის/აქციის) საკუთრების უფლებით საქართველოს საწარმოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის ან/და კაპიტალში შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საგადასახადო ორგანო განცხადებას განიხილავს რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა და იმ შემთხვევაში, თუ განცხადება აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, საგადასახადო ორგანო გამოსცემს ბრძანებას „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილის საფუძველზე აქტივის/საქონლის იმპორტის გადასახდელისაგან გათავისუფლების თაობაზე“, რომელიც უნდა მოიცავდეს იმ აქტივის/საქონლის დასახელებასა და ღირებულებას, რომელზეც გავრცელდება შეღავათი. ხოლო, განცხადებაში ხარვეზის არსებობის ან/და დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საჭიროების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოსადგენად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს.
2. ასევე აღნიშნული შეღავათის (სსკ-ის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილის) გამოყენების მიზნებისთვის დაზუსტდა ზემოთ ხსენებულ შეღავათთან დაკავშირებული ძირითადი ტერმინთა განმარტებებიც, მაგალითად ის თუ რა ითვლება ფიზიკური პირის მიერ წილის/აქციის 100%-ის ფლობად, რა ჩაითვლება ყველა აქტივად ან ყველა აქტივის გადაცემად და სხვა. კერძოდ ცვლილების მიხედვით განიმარტა შემდეგი:
ა) ფიზიკური პირის (ფიზიკურ პირთა ჯგუფის) მიერ ოფშორული კომპანიის წილის/აქციების ფლობად განიხილება ფიზიკური პირის (ფიზიკურ პირთა ჯგუფის) მიერ წილის/აქციების როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი (მათ შორის, მინდობილი საკუთრების ან ტრასტის ბენეფიციარის ფორმით) ფლობა;
ბ) ოფშორული კომპანიის ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემად განიხილება:
ბ.ა) ოფშორული კომპანიის მიერ საქართველოს საწარმოსთვის ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების უსასყიდლოდ გადაცემა;
ბ.ბ) ოფშორული კომპანიის მიერ ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირზე (ანუ ფიზიკურ პირზე) გადაცემა (მათ შორის, უსასყიდლოდ, დივიდენდის განაწილების ან სხვა ფორმით) და ამავე პირის მიერ მიღებული ყველა აქტივის საქართველოს საწარმოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა ან/და საქართველოს საწარმოს კაპიტალში შეტანა;
გ) ამ პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
გ.ა) საქართველოს საწარმოს კაპიტალში შენატანის განხორციელებისას კაპიტალის ოდენობა განისაზღვრება გადაცემული ყველა აქტივის იმ ღირებულებით, რა ღირებულებაც ამ გადამცემი უცხოური საწარმოსთვის გააჩნდა მათი გადაცემის მომენტისთვის;
გ.ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მიზნებისათვის საქართველოს საწარმოსთვის აქციის/წილის ან/და სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი მოთხოვნის საკუთრების უფლებით გადაცემა არ განიხილება საქართველოს საწარმოს მიერ აქციის/წილის შეძენად ან/და სესხის გაცემად და აღნიშნული არ იბეგრება მოგების გადასახადით.
დ) ყველა აქტივი გულისხმობს 2024 წლის 5 ივნისის მდგომარეობით შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს საკუთრებაში არსებულ იმ ყველა აქტივს/საქონელს, რომელიც მას საკუთრებაში გააჩნია გადაცემის მომენტისათვის.
ამასთან ცვლილების მიხედვით იმ შემთხვევაში თუ საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გამოვლინდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილით დადგენილი შეღავათის გამოყენების წინაპირობების დარღვევის ფაქტი, შეღავათის მიმღებ პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
Kreston Georgia არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და წარმოადგენს საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების ქსელის, Kreston Global-ის წევრ აუდიტორულ კომპანიას საქართველოში. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს აუდიტისა და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების ფართო სპექტრს. კრესტონის გლობალური ქსელი 115 ქვეყანაში, 830 ოფისით ყველა კონტინენტზეა წარმოდგენილი, აერთიანებს 27.000 თანამშრომელსა და 160 წევრ ფირმას.
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე "ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები