ზურაბ ჯაფარიძე

1 Oct. 2024, 21:41

ყველა არჩევნები მნიშვნელოვანია ცხადია. ჩვენ ყველა არჩევნებზე ადამიანებს ვუხსნით, რომ ეს არჩევნები არის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი, მაგრამ ეს მოცემულობა, რაც ახლა გვაქვს, მაინც განსაკუთრებულია.

აქამდე ამ ქვეყანას არ ჰყოლია ხელისუფლებაში რუსები. ძალიან კონკრეტულად. პირველად, ბოლომდე ჩამოიხადეს ნიღაბი და ძალიან ცხადი გახდა, ვისთან გვაქვს საქმე, ამიტომ ეს არ არის მარტივი არჩევნები, ეს არჩევნები არ არის მარტო ის, ვინ მოვა ხელისუფლებაში, ეს არჩევნები არის ჩვეულებრივი ცივილიზაციური ბრძოლა. ცივილიზაციური ბრძოლაა ზუსტად ისეთი, როგორიც ისტორიის წიგნებში წაგვიკითხავს. მეორე მხარეს არის რუსეთი და უნდა გვესმოდეს, რას კარგავს ის. ამის გააზრება მგონია, არის ძალიან მნიშვნელოვანი.

თუ ჩვენ ვიმარჯვებთ ამ არჩევნებში, რუსეთი კარგავს არა მარტო საქართველოს, რუსეთი კარგავს გავლენას სამხრეთ კავკასიაზე, რუსეთი კარგავს გავლენას შავ ზღვაზე, რუსეთი კარგავს მონოპოლიას სახმელეთო გადაზიდვებზე აზიიდან ევროპისკენ. საბოლოო ჯამში, რუსეთი იღებს რამდენიმე ევროკავშირის სრულფასოვან წევრ და, სავარაუდოდ, ნატოს წევრ წარმატებულ ქვეყანას საკუთარ საზღვართან, რაც ნიშნავს, რომ ეს შეიძლება შემდეგ გადაედოს სხვა ქვეყნებს, რომლებიც ესაზღვრებიან რუსეთს. ეს ყველაფერი რუსეთისთვის არის სერიოზული პრობლემა. ამიტომ ეს არჩევნები არის პრინციპული არჩევნები იქითა მხარისთვისაც, ამიტომ არის ფსონები ძალიან მაღალი. ამიტომ არის ეს არჩევნები ცივილიზაციური არჩევნები და ეს კოალიცია შეიქმნა ამის გააზრებით.

ასევე, რაც მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით, გვახსოვდეს და გვესმოდეს 26 ოქტომბრამდე არის ის, რომ, მიუხედავად იმისა, როგორი რთული არჩევნებიც არ უნდა იყოს, ასეთი შანსი, რომ ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს, აქამდე ამ ქვეყანას არ ჰქონია. ჩვენ სამ ათეულ წელზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ დამოუკიდებლობის მიღებიდან, პირველად გვაქვს შანსი, რომ გავძვრეთ და გავიდეთ სამშვიდობოს. ზუსტად ისე, როგორც 90-იანი წლების დასაწყისში ე.წ. აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნები გავიდნენ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და შემდეგ მათ მიჰყვნენ ბალტიისპირეთის ქვეყნები. ახლა 26 ოქტომბერს წყდება ეს ამბავი, გავიყვანთ თუ არა ჩვენ ამ ქვეყანას სამშვიდობოს.

ეს არის დიდი პასუხისმგებლობა თითოეული ჩვენგანისთვის, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რომელიც დღეს ცოცხალია და ამ ქვეყანაში ცხოვრობს და არის ძალიან დიდი პრივილეგია. პრივილეგია მაგიტომაც არის, რომ არასოდეს არავის არცერთ თაობას ამ ქვეყანაში ასეთი შანსი არ მისცემია. ამ შანსს ჩვენ გამოვიყენებთ. ეს კოალიცია, მათ შორის, ამის გააზრებითაც შეიქმნა


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს
  2. ალექს საპირი: დიდი პატივია, რომ ავაშენებ Trump Tower-ს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ
  3. თურქეთის სკოლაში 14 წლის მოზარდმა 9 ადამიანი მოკლა
  4. მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს
  5. ლევან სანიკიძე: კი ცოტნე, მამაშენის დავალებით სცემდნენ ახალგაზრდებს საკუთარ სადარბაზოებთან, ამიტომ, მოდი დისკუსია საკუთარ სახლში გახსენი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დიუშენის სამკურნალო პრეპარატი რისკის შემცველია

ქართული ოცნების წარმომადგენლები დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების პროტესტს გამოეხმაურნენ. შალვა პაპუაშვილის…