თეონა აქუბარდია

26 Sep. 2024, 14:48

"თქვენ ახლა გინდათ შევაფასო ირაკლი კობახიძის გამოსვლა გაცხადებული საქართველოს ინტერესების შესაბამისად, რაც წარმოუდგენელია, იმიტომ, რომ თავად „ქართული ოცნება" წავიდა საქართველოს გაცხადებული ინტერესების წინააღმდეგ. იქნება ეს ნამდვილი სუვერენიტეტი, ნამდვილი მშვიდობა, თუ ნამდვილი ევროპული მომავალი. შესაბამისად, კაცი, რომელსაც ეშინია დაარქვას მტერს სახელი (და ეს სიახლე არ არის "ქართული ოცნების" მხრიდან), კაცი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ნამდვილი მეგობრები მტრად გამოეცხადებინა, ამ ვითარებაში ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია ის უშინაარსო და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადება, რითაც გამოვიდა კობახიძე გაეროში. ის ცდილობს, საქართველოს როლი წარმოაჩინოს რეგიონში მშვიდობის მთავარ დამცველად, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ის უქმნის მშვიდობას საფრთხეს, მაშინ როდესაც, საქართველოს აშორებს დასავლეთს და ერთი ერთზე, მარტო ტოვებს ოკუპანტ ძალასთან. ეს იყო უსუსურობის დემონსტრირება".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს

შუადღეა. მონიტორს უყურებ და გრძნობ, როგორ გეფანტება კონცენტრაცია. ყავის მესამე ფინჯანზე ფიქრობ, თუმცა რეალური პრობლემა,…