პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

24 Sep. 2024, 16:21

"რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, ჩვენს რეიტინგებზე ზრუნვას, სჯობს ხელი მოაწეროს ამნისტიას, ხალხი ელოდება. ათასი ადამიანი ელოდება მის ხელმოწერას. დაკავებულია ხაზარაძე-გახარიასთან შეხვედრებით, იმ საკითხებით რომელიც მის კომპეტენციას სცდება, სჯობს ხელი მოაწეროს ამნისტიას. კონსტიტუციის დარღვევის რეციდივია. რაც შეეხება იმას, თუ რა რაოდენობით შევალთ, განაცხადი გავაკეთოთ რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას ვუმიზნებთ.

რა კარგია, NDI რომ აღარ აქვეყნებს კვლევებს. ამით დაისვენა ქართულმა საზოგადოებამ. შეჩვეული ვიყავით NDI-ის კვლევა უნდა გამოქვეყნებულიყო, შიგნით 12% უნდა ყოფილიყო ქართული ოცნება. აღნიშნულზე უნდა ენერვიულა მთელ ოპოზიციას, თუ არა ოპოზიციას, ყიჟინი ჰქონოდათ, არჩევნების დღეს კი „ქართული ოცნება“ იგებდა.

გამოცდილება გვაჩვენებს, რომ როგორც ვაფასებთ საარჩევნო მიზნებს, მართლდება. კობახიძემ წინასწარ განჭვრიტა რამდენი მანდატი ექნებოდა „ქართულ ოცნებას“ 2020 წელს პარლამენტში. თქვა 90 მანდატი რომ გვექნებოდა და 90 ავიღეთ. საკონსტიტუციო უმრავლესობას ვუმიზნებთ".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
  2. ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
  3. მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
  4. "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
  5. ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს

აგვისტოს პირველი კვირის განმავლობაში, ბუნების ერთ-ერთი ყველაზე რთულად დასაფიქსირებელი მოვლენის, მარჯნის ქვირითობის…