10 ყველაზე ძვირიანი ნახატი, რომლებიც აუქციონზე გაყიდულა
ფოტო: Christie's
კოლექციონერობა რომ ძვირიანი ჰობია, ეს ყველა ხელოვნების მოყვარულმა იცის. სწორედ ამიტომაა, რომ მსოფლიოს ყველაზე ექსკლუზიურ აუქციონებზე ყველაზე ცნობილი მხატვრების ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრებს მხოლოდ ყველაზე მდიდრები ყიდულობენ.
წარმოგიდგენთ 10 ნახატს, რომელთა ასტრონომიულმა ფასებმაც აუქციონებზე რეკორდები დაამყარეს:
1. ლეონარდო და ვინჩი, სალვატორ მუნდი — $450.3 მილიონი
ფოტო: The Art Newspaper
ალბათ, არც ისეთი გასაკვირია, რომ აუქციონების ისტორიაში ყველაზე ძვირად იტალიელი მაესტროს, ლეონარდო და ვინჩის ნახატი გაიყიდა. Christie's-ის, მსოფლიოს ყველაზე მსხვილი სააუქციონო სახლის მფლობელობაში მყოფი ნახატი 2017 წელს რეკორდულ ფასად საუდის არაბეთის პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანის წარმომადგენლებმა შეიძინეს.
2. ვილემ დე კუნინგი, გაცვლა — $300 მილიონი
ფოტო: Wikipedia
ჰოლანდიელი მოდერნისტი მხატვრის ნახატი გაცვლა დევიდ გეფენის ფონდის მიერ მოწყობილ კერძო აუქციონზე 2015 წელს გაიყიდა. ეს მნიშვნელოვანი ნამუშევარი თავბრუდამხვევ ფასად ინვესტიციების ფონდის მენეჯერმა, კენეთ გრიფინმა შეიძინა.
3. პოლ სეზანი, კარტის მოთამაშენი — $250 მილიონი
ფოტო: Art Majeur
პოლ სეზანის შემოქმედებაში ყველაზე ცნობილი ნამუშევარიც კერძო აუქციონზე გაიყიდა. ის 2011 წელს ყატარის სამეფო ოჯახმა შეიძინა.
4. პოლ გოგენი, Nafea Faa Ipoipo (როდის გათხოვდები?) — $210 მილიონი
ფოტო: Galerie Mont-Blanc
პოლ გოგენის უზადო ტექნიკითა და გამორჩეულ ფერთა პალიტრაში შესრულებული ნამუშევარი $210 მილიონად 2015 წელს ყატარის მუზეუმმა შეიძინა.
5. ჯეკსონ პოლოკი, Number 17A — $200 მილიონი
ფოტო: Amazon
კეეთ გრიფინი გახსოვთ, ხომ? დე კუნინგის გაცვლასთან ერთად ამაზე აუქციონზე მან პოლოკის ეს გამორჩეული ნამუშევარიც შეიძინა.
6. მარკ როთკო, No. 6 — $186 მილიონი
ფოტო: Old Holland
როთკოს ცნობილი ნახატის მფლობელი პომპეზური თანხის სანაცვლოდ 2014 წელს რუსი მილიარდერი, დიმიტრი რიბოლოვლევი გახდა.
7. პაბლო პიკასო, Les Femmes d'Alger — $179.4 მილიონი
ფოტო: Art News
ეს ნამუშევარი Christie's-ს აუქციონის რეკორდსმენი იყო, იქამდე, სანამ და ვინჩის ნახატი $450 მილიონად გაიყიდებოდა. პიკასოს შედევრი ყატარის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ჰამად ბინ ჯასიმ ბინ ჯაბერ ალ თანიმ 2015 წელს იყიდა.
8. ამადეო მოდილიანი, Nu Couché – $170.4 მილიონი
ფოტო: BBC
ხომ არ გეგონათ, რომ ყველაზე ძვირადღირებული ნახატების სიაში ამადეო მოდილიანის ნახატს ვერ ნახავდით? ლეგენდარული მხატვრის ეს ნუდისტური ნამუშევარი ჩინელმა მილიარდერმა, ლიუ იციანმა Christie's-ს აუქციონზე 2015 წელს შეიძინა.
9. როი ლიხტენშტეინი, შედევრი — $165 მილიონი
ფოტო: Wikipedia
შეიძლება, როი ლიხტენშტეინის სტილი ხელოვნების ყველა მოყვარულის სტილში ვერ ჯდება, თუმცა მათ, ვინც პოპ არტს აფასებს, მის ნამუშევრებისათვის მილიონები არ ენანებათ. ლიხტენშტეინის ამ ნამუშევრის მფლობელიც ჩვენთვის უკვე ცნობილი კენეთ გრიფინია. მან ნახატი 2017 წელს შეიძინა.
10. ვინსენტ ვან გოგი, ექიმი გაშეს პორტრეტი — $161 მილიონი
ფოტო: Galerie Mont-Blanc
ვან გოგის ერთ-ერთი საკულტო ნამუშევარი, რომელზეც ზედმიწევნით ჩანს მხატვრის უნიკალური სტილი, მონასმენი და ფერები, 1990 წელს იაპონელმა ბიზნესმენმა, რიოეი საიტომ შეიძინა. იმ დროისთვის ექიმი გაშეს პორტრეტი ყველაზე ძვირიანი ნახატი იყო, რომელიც აუქციონზე ოდესმე გაყიდულა.
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე "ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები