იაგო ხვიჩია

14 Sep. 2024, 16:44

"მგონია, 14 მილიარდ ევროსთან დაკავშირებით ყველაფერი მთლად ზუსტი არ იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ეს მარტო საქართველოს ფული არ არის, კონკრეტულ პროექტებს ეხება. ასევე, მგონია, ეს არ ნიშნავს, რომ ქართული ოცნება გასაკრიტიკებელი არ არის. ისინი 14 მილიარდზე მეტ ზიანს აყენებენ ქვეყანას საკუთარი არასწორი პოლიტიკით ჩვენს პარტნიორებთან. უბრალოდ, "ნაცებს" ყოველთვის არ გააჩნიათ კვალიფიკაცია და სწორად არ აკრიტიკებენ, თორემ განა 14 მილიარდზე მეტით არ არიან "ქოცები" გასაკრიტიკებლები? ის 14 მილიარდი, რაზეც ლაპარაკობენ, ყველა საქართველოსი არ არის.

მე ამ კამპანიას სრულად ვერ ვადევნე თვალი, მაგრამ ევროკავშირთან დაახლოების ფულად ღირებულებებზე გადაყვანა და რაოდენობებში თვლა, მგონი, სწორი არ არის. ჩვენ ბევრად მეტ მორალურ ზიანს ვიღებთ და ვკარგავთ იმ რეპუტაციას, რომელიც გაგვაჩნია, როგორც ევროპისკენ მიმავალ ქვეყანას. ეს, ცხადია, ბევრ პრობლემას გამოიწვევს, მათ შორის, საინვესტიციო გარემოს თვალსაზრისით. ასე პირდაპირ დათვლა, ეს 14 მილიარდია თუ სხვა, მე მგონი, ცოტა რთულია, შეიძლება, უფრო მეტიც იყოს"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ