ეკა გიგაური

12 Sep. 2024, 19:19

"მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არასამთავრობო ორგანიზაციების შემზღუდავი კანონების შემოღების ტენდენცია საგანგაშოა. პირველად ეს კანონები რუსეთში პუტინის რეჟიმმა დანერგა, რასაც შედეგად კონსოლიდირებული ავტოკრატია მოჰყვა. საქართველოს მსგავს ქვეყნებში, ამ ტიპის კანონების მიღებასთან ერთად, ავტოკრატიული მმართველები მოსახლეობის უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ იწყებენ მოქმედებას - ერთდროულად რუსულ ანტიდასავლურ დეზინფორმაციას აძლიერებენ, თან საზოგადოებას ხლეჩენ და ძირს უთხრიან აშშ-სთან და ევროკავშირთან პარტნიორობას.

ამ ბრძოლაში წარმატების მისაღწევად კი ორი მთავარი ელემენტია აუცილებელი:

· აქტიური მოქალაქეების ერთიანობა, რომელთა გაცნობიერებული არჩევანიცაა თავისუფლება და მზაობა მის დასაცავად; და მეორე,

· საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების მძლავრი მხარდაჭერა აქტიური სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. საქართველოს შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები უნდა საუბრობდეს და მოქმედებდეს მორალური ავტორიტეტით, მტკიცედ და დამაჯერებლად. სამი ათეული წელია, ზუსტად ასეთ პარტნიორად იქცა ჩვენთვის ამერიკა, როდესაც ქართველებს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის დაცვაში გვეხმარებოდა.

ეს არ ნიშნავს, რომ ქართველი ხალხის გასაკეთებელი საქმე, ამერიკამ უნდა გააკეთოს. არა და არა! საქართველოს მოქალაქეების გააზრებული არჩევანია თავისუფლება ავტორიტარიზმის ნაცვლად, თავისუფლებას კი ვერავინ, ყველაზე დიდი მოკავშირეც, ვერ მოგანიჭებს. ხალხმა, ვისთვისაც ამერიკა ყოველთვის იყო შთაგონების წყარო, ზუსტად იცის, რომ თავისუფლების მოპოვება მხოლოდ ბრძოლითაა შესაძლებელი!"

ამბობს, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც საქართველოს საკითხზე მოსმენა მიმდინარეობს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული

2027 წელს საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასკოლო ფორმებით უზრუნველყოფისთვის ბიუჯეტიდან 15,5 მლნ ლარი იქნება გათვალისწინებული.…