უკავშირდებოდა 10-დან 18 წლამდე ასაკის ათეულობით გოგოს — 32 წლის კაცი პედოფილიის საქმეზე დააკავეს
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებული გამოძიებით პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის და გარყვნილი ქმედების 8 ფაქტი გამოავლინა და სამეგრელოს რეგიონში მცხოვრები 32 წლის მამაკაცი დააკავა, — აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებული "ფეისბუქისა" და "ინსტაგრამის" ყალბი ანგარიშებით სისტემატურად უკავშირდებოდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებ 10 წლიდან 18 წლამდე ასაკის ათეულობით გოგონას და აიძულებდა მათი ინტიმური შინაარსის ფოტოსურათების და ვიდეოების გამოგზავნას.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რ. ქ. -მ გამიზნულად შექმნა ყალბი "ფეისბუქ" და "ინსტაგრამ" მომხმარებლის ანგარიშები, რისი მეშვეობითაც სისტემატურად უკავშირდებოდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებ 10 წლიდან 18 წლამდე ასაკის ათეულობით გოგონას, მათ უგზავნიდა 15 წლის ასაკის ბიჭის ფოტოსურათებს, ეცნობოდა როგორც მათი თანატოლი, მოიპოვებდა ნდობას და აიძულებდა მათი ინტიმური შინაარსის ფოტოსურათების და ვიდეოების გამოგზავნას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა ოჯახის წევრების მოკვლით. ასევე აშანტაჟებდა, რომ მეგობრებთან და ნათესავებთან გაავრცელებდა მათ შიშველ ფოტოსურათებს, რომელთაც შექმნიდა მათი საჯაროდ განთავსებული ფოტოების მონტაჟის გზით.
შიშის ქვეშ მყოფი მსხვერპლი ბავშვებისგან, ინტიმური ფოტოსურათების და ვიდეოების მოპოვების შემდეგ, ამავე ფოტოების გავრცელების მუქარით, ბრალდებული არასრულწლოვანებს აიძულებდა მათი სხეულის ინტიმურ ნაწილებზე სექსუალური ხასიათის მოქმედებასა და სხეულის შიგნით სექსუალური ხასიათის შეღწევას, ამ მოქმედებების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის გადაღებას და მასთან გადაგზავნას.
გამოძიებამ პედოფილიაში მხილებული ბრალდებულის 8 დანაშაულებრივი ეპიზოდი გამოავლინა: 2024 წლის მარტში, ბრალდებულმა სოციალურ ქსელ "ინსტაგრამის" საშუალებით, ყალბი მომხმარებლის გვერდიდან "xvicha232" საკუთარ ნათესავს, დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ არასრულწლოვან 15 წლის გოგოს მისწერა, რომელსაც თავისი ვინაობა დაუმალა და თანატოლად გაეცნო. მოგვიანებით მიმოწერისას ბრალდებულმა 15 წლის გოგოს, მცირეწლოვანი — 13 წლის დისთვის, შიშველ მდგომარეობაში ფოტოების გადაღება და მასთან გაგზავნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა მისი მოკვლით. მუქარით შეშინებულმა არასრულწლოვანმა დის ნაცვლად ბრალდებულს საკუთარი შიშველი სხეულის ფოტოები გადაუგზავნა, რის შემდეგაც მამაკაცი სისტემატურად სთხოვდა მას ახალი ფოტო, ვიდეო მასალის გაგზავნას. სოციალურ ქსელში ბრალდებულის დაბლოკვის შემდეგ, მამაკაცმა საკუთარ 15 წლის ნათესავ გოგოს, შიშველი სხეულის ფოტოები, სოფელში არასრულწლოვანის მეზობლებთან, მეგობრებთან და ნაცნობებთან გაუვრცელა.
2023 წლის დეკემბრის თვეში ბრალდებულმა ყალბი "ინსტაგრამ" გვერდიდან გაცნობის მიზნით მისწერა აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ 11 წლის გოგოს, მოიპოვა მისი ნდობა, რის შემდეგაც მასთან კომუნიკაციის ამსახველი ინფორმაციის ნათესავებთან გავრცელების მუქარით, ბავშვს ინტიმური შიშველი სხეულის ფოტოები გადააღებინა და გადააგზავნინა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა სოციალური ქსელის მეშვეობით ფოტოები ბავშვის სრულწლოვან დას გაუგზავნა და გავრცელების მუქარით მისი სურვილების შესრულება მოსთხოვა. დაზარალებულმა დებმა იმის შიშით, რომ მცირეწლოვანის ფოტოსურათები არ გავრცელებულიყო, ბრალდებულის მითითებისამებრ ერთმანეთის სხეულის ინტიმურ ნაწილებზე სექსუალური ხასიათის მოქმედება და სხეულის შიგნით სექსუალური ხასიათის შეღწევა სცადეს და ამის ამსახველი ვიდეოჩანაწერი ბრალდებულს გადაუგზავნეს.
2023 წლის ივნისის თვეში ბრალდებულმა მის მიერ დარეგისტრირებული ყალბი "ფეისბუქ" და "ინსტაგრამ" მომხმარებლების მეშვეობით გაცნობის მიზნით მისწერა ქვემო ქართლში მცხოვრებ 13 წლის ბავშვს, მოიპოვა მისი ნდობა, რის შემდეგაც მასთან კომუნიკაციის ამსახველი ინფორმაციის გავრცელების მუქარით მოიპოვა მისი შიშველი სხეულის ფოტოსურათები, რის შემდგომაც ბრალდებული ბავშვს სისტემატურად, შემდგომი რამდენიმე თვის განმავლობაში მუქარით და შანტაჟით აიძულებდა მის შიშველ სხეულზე სექსუალური ხასიათის მოქმედებას და იძულებით აგზავნინებდა ამის ამსახველ ვიდეოჩანაწერებს და სასქესო ორგანოს ფოტოსურათებს.
2023-2024 წლებში, ბრალდებულმა ანალოგიური დანაშაულებრივი სქემით მოატყუა აჭარაში, ქუთაისსა და რუსთავში მცხოვრები მცირეწლოვანი და არასრულწლოვანი 4 გოგონა, რომელთაც შანტაჟით გამოსძალა შიშველი სხეულის ფოტოები, ვიდეოკამერის წინ აიძულა სექსუალური ხასიათის მოქმედებები და ამის ამსახველი ჩანაწერები გადააგზავნინა, რასაც თან ერთოდა ბავშვებზე სისტემატური მუქარა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული 2024 წლის 16 ივნისს სამეგრელოში დააკავა. დაკავებამდე, ჩხრეკის დაწყებისას, რ. ქ.-მ დააზიანა საკუთარი მობილური ტელეფონი, თუმცა, ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის შედეგად, აღდგენილი იქნა პედოფილიაში მხილებული ბრალდებულის სოციალური ქსელების ყალბი ანგარიშები, რის შემდგომაც ნანახი იქნა პირად "ჩათებში" არსებული ინტიმური შინაარსის, მუქარისა და იძულების შემცველი კერძო კომუნიკაციის ისტორია, მათ შორის ათეულობით არასრულწლოვან პირთან მიმოწერის ამსახველი "ჩათები".
ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ასევე ამოღებული იქნა სამხედრო დანიშნულების ვაზნები.
ბრალდებულის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილი ინფორმაციის ანალიზის და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იდენტიფიცირდა დამატებით 7 არასრულწლოვანი დაზარალებული, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები, რის შემდეგაც, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, 2024 წლის 2 სექტემბერს საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილებით, მამაკაცს ბრალდება სექსუალური გამოძალვის, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების და გარყვნილი ქმედებისთვის დაუმძიმდა.
მამაკაცს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 -ე მუხლის 1-ლ ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 139-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 141-ე მუხლის 2-ე ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით ჩადენა
დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების მიერ აღმოჩენილი მცირეწლოვანი და არასრულწლოვანი ბავშვების ინტიმური ხასიათის ათეულობით ფოტო და ვიდეო მასალა კანონით დადგენილი წესით განადგურდება.
დაზარალებულ ბავშვებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური დანაშაულისგან მიყენებული ტრავმის გასაქარწყლებლად სახელმწიფოს ხარჯით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას შესთავაზებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც დეტალურად იქნება შესწავლილი და გამოძიებული ბრალდებულის მიერ ყალბი პროფილების გამოყენებით ათეულობით მცირეწლოვან და არასრულწლოვან გოგონებთან განხორციელებული მიმოწერები და კომუნიკაცია.
დანაშაულის მომეტებული საშიშროებიდან გამომდინარე, საზოგადოებას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ. მნიშვნელოვანია, ყველა მშობელმა გაანალიზოს საშიშროების ალბათობა და გამოიჩინოს მაქსიმალური ყურადღება ბავშვის ინტერნეტთან/გაჯეტებთან წვდომის დროს.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შეტყობინების გასაკეთებლად ან დახმარების მისაღებად, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე - 199, ან წარმოადგინეთ განცხადება ან პირადად მოდით ჩვენს ოფისებში - თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში ან მოგვწერეთ სოციალურ ქსელში ან ელექტრონულ ფოსტაზე. თქვენი კონფიდენციალურობა დაცულია !
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ასევე ფუნქციონირებს მსხვერპლთა დახმარების სამმართველო, რომლის სპეციალიზებული თანამშრომლები მხარდაჭერას აღმოუჩენენ დანაშაულის მსხვერპლ პირებს", — ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები