ეკა ბესელია

29 Aug. 2024, 12:45

"მაქვს პატივი წარმოვადგინო ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციური სარჩელი, რომლის ავტორი გახლავთ საქართველოს პრეზიდენტი და ამ სარჩელის მიზანი გახლავთ კონსტიტუციის და ჩვენი მოქალაქეების დაცვა.

მაქვს მოლოდინი, რომ ეს უნიკალური შანსი, რომელიც ჯერ კიდევ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელშია, რომ ქვეყანამ და საქართველოს მოქალაქეებმა აირიდონ ის მოსალოდნელი და გამოუსწორებელი ზიანი, რომელიც ამ ყველაზე ანტიკონსტიტუციურ და რუსულ კანონად წოდებულ კანონს მოჰყვება.

ამ კანონთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის. კარგია, რომ დანიშნეთ ეს სხდომა.

ჩვენ გვაქვს მოთხოვნა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე 5-პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღებამდე, შეაჩეროთ სადავო კანონის მოქმედება, რომელმაც უკვე მოიტანა ძალიან დიდი ზიანი ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის, ეს ზიანი ყოველდღიურად გრძელდება და მას აქვს განგრძობადი ხასიათი“.

ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვის დროს ეკა ბესელიამ განაცხადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა
  2. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  3. ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში გარდაცვლილი 3 პენსიონერი და დაკრძალეს
  4. ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
  5. ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ