პაატა ზაქარეიშვილი

პაატა ზაქარეიშვილი

23 Aug. 2024, 20:19

"საქართველოს კონსტიტუციაში გვიწერია, რომ საქართველოს ტერიტორია არის განუყოფელი. ერთადერთი გამოსავალი არის, რომ ეს მუხლი ამოაგდონ ან ამის მოდიფიცირება მოახდინონ, რათა შემდეგ შემოაგდონ კონფედერაციის თემა (ამაზე რაღაც მინიშნებები იყო, გემახსოვრებათ ვოლსკისა და დავით ხიდაშელის შეხვედრა); თუ ისინი ნამდვილად ფიქრობენ კონფედერაციაზე მათ ეს მუხლი უშლით ხელს, კონფედერაცია ვერ შედგება თუ არ აღიარე აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობა — ეს კი არის ძალიან დიდი აბსურდი და უდიდესი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება.

თუმცა, წინასაარჩევნო კონტექსტში უნდა ითქვას, რომ ქართული ოცნება ქმნის უპირატესობას, რადგან სწორედ ისინი ქმნიან დღისწესრიგს.

გვალაპარაკებენ ამ აბსურდსა და სისულელეებზე. ჩვენ, ჩვენს მთელ დროს ვხარჯავთ ამ სისულელეების ახსნაზე, არადა ეს აუხსნელია, შეუძლებელია აბსურდი ახსნა. ისინი (ოცნება) წინასწარ არაფერს ამბობენ — რას აპირებენ, ან როგორ აპირებენ და რადგან არაფერს ამბობენ, ე.ი არაფერსაც არ აპირებენ. ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვებია.

ნახეთ რამე შედეგი "გარეჯთან" დაკავშირებით?!"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ