კახა კალაძე

23 Aug. 2024, 12:11

“ქართული ოცნება არ აპირებს პარტიების აკრძალვას, როგორც თქვენ ციტირებთ. ეს არის ტყუილი და არასწორი ინფორმაცია. აქ საუბარია იმ კონკრეტულ დანაშაულებრივ ჯგუფზე, რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაული და ვისი დაკვეთით კეთდებოდა ეს, ცხადი უნდა გახდეს ყველასთვის, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ამ უგუნური ქმედებით, რომელიც, მგონია, რომ ნაკარნახევი იყო გარედან, ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები, დაგვეღუპა უამრავი გმირი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოსახლეობა, დღესაც ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიების ძალიან დიდი ნაწილი და ნებისმიერი ქართველი, ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს, ვისაც სამშობლო უყვარს, რომ გააჩეროთ და კითხოთ, რა არის ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი, გეტყვის, რომ ეს არის ტერიტორიული მთლიანობა. ამ უგუნურ ქმედებებს და ბოროტებას, რაც იყო ჩადენილი, ჭირდება შესაბამისი გამოძიება, ჭირდება პასუხები კონკრეტულ კითხვებზე და დამნაშავეებმა უნდა აგონ პასუხი. მათ რეზოლუციაზე აქვთ ხელი მოწერილი, ეს რეზოლუციაც არის ბოროტება. როგორ შეიძლება საკუთარ ქვეყანას დააბრალო ომის დაწყება. რეზოლუციაში ეწერა, რომ მძინარე ცხინვალი დავბომბეთ და ამას მოაწერეს ხელი, ხომ?! ყველა კითხვას ჭირდება პასუხები და ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს“.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ