არასამთავრობოები კობახიძეს დოლიძისთვის სიტყვის შეწყვეტის გამო აკრტიკებენ
ფოტო: On.ge
არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებენ ირაკლი კობახიძეს იმის გამო, რომ მან, პარლამენტში გამოსვლისას, სიტყვა არაერთხელ შეაწყვეტინა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ანა დოლიძეს.
ინციდენტი 26 ივლისს, საქართველოს პარლამენტში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე“ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას მოხდა. კობახიძე დოლიძეს მიუთითებდა, რომ მას, როგორც საჯარო მოხელეს, პოლიტიკური შინაარსის განცხადებები არ უნდა გაეკეთებინა.
გთავაზობთ არასამთავრობოების განცხადებას:
"პირველ რიგში, გვინდა ხაზი გავუსვათ იმ სამართლებრივ უზუსტობას, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ დაუშვა. კერძოდ, “საქართველოს საჯარო სამსახურის” ახალი კანონის შესაბამისად, რომელიც 2017 წლის 1 ივლისს ამოქმედდა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნებზე “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოქმედება არ ვრცელდება. შესაბამისად, ამ პოზიციაზე დასაქმებული პირები არ ითვლებიან საჯარო მოსამსახურეებად. თუმცა, ასეთი შეცდომა ბევრად უფრო ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს საჯარო სამსახურისთვის, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომელმაც, შესაძლოა, გამოიწვიოს საჯარო მოსამსახურეთა აზრის გამოხატვის თვითშეზღუდვა, მათ შორის, პოლიტიკურ თანამდებობის პირებთან მიმართებით.
საჯარო სამსახურზე პოლიტიკური ზეგავლენის არსებობის პრობლემა საზოგადოდაა ცნობილი. ეს გამოწვევა მთავრობამაც გააცნობიერა და 2014 წელს საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციაში ასახა, როგორც საჯარო სამსახურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა. პოლიტიკური ზეგავლენა და წნეხი საჯარო მოხელეთა მოტივაციისა და დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია და ამის მაგალითები საქართველოს უახლეს ისტორიაში მრავლად გვაქვს.
პარლამენტის თავმჯდომარემ თავის მიმართვაში აღნიშნა, რომ საჯარო მოსამსახურე „პოლიტიკოსებზე არ საუბრობს“. პირველ რიგში, არც ერთ საკანონმდებლო აქტში არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც საჯარო მოსამსახურეს პოლიტიკოსებზე საუბარს შეუზღუდავდა. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ მიუთითა, რომ ეთიკის სტანდარტების დარღვევაა საჯარო მოსამსახურის მხრიდან პოლიტიკოსებზე საუბარი, რაც აბსოლუტურად მცდარი წარმოდგენაა ეთიკის წესებზე. ეთიკის წესები ემსახურება საჯარო მოსამსახურეთა მიერ თავიანთი ვალდებულებების კეთილსინდისიერად, ანგარიშვალდებულად და ეფექტიანად შესრულების მიზანს და არა პოლიტიკოსების საჯარო მოსამსახურეთა კრიტიკისგან დაცვის მიზანს. ამასთან, საჯარო მოსამსახურეც არის პირი, რომელიც პოლიტიკოსს ირჩევს და სრული უფლება აქვს, მასზე საკუთარი აზრი გააჩნდეს.
ამ ფონზე, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება საჯარო მოსამსახურეების მიერ, შესაძლოა, აღქმული იყოს, როგორც ხელისუფლების მიმართ კრიტიკული აზრის გამოთქმის აკრძალვა. ასეთ შთაბეჭდილებას, შესაძლოა, აძლიერებდეს ისიც, რომ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები საჯარო სამსახურისა და პოლიტიკის გამიჯვნაზე მხოლოდ მაშინ საუბრობენ, როდესაც ესა თუ ის საჯარო მოსამსახურე მათთვის მიუღებელ აზრს გამოთქვამს. ასეთი განცხადებები არა მხოლოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საჯარო სამსახურის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, არამედ საჯარო სამსახურის მეტ პოლიტიზირებას იწვევს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საჯარო მოსამსახურეების მისამართით გაკეთებული მსგავსი განცხადებები განსაკუთრებით საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს წინასაარჩევნო პერიოდში.
გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, საქართველოს კონსტიტუცია და “საჯარო სამსახურის შესახებ” ახალი კანონი იცავს საჯარო მოსამსახურის უფლებას, ჰქონდეს საკუთარი პოლიტიკური შეხედულება. რაც არ გამორიცხავს საჯარო მოსამსახურის ვალდებულებას, საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას იხელმძღვანელოს საჯარო ინტერესისა და პოლიტიკური მიუკერძოებლობის პრინციპებით".
განცხადებას ხელს აწერენ:
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
- ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“;
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;
- კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
- მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი;
- საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი;
- რეგიონის განვითარების ცენტრი;
- სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი;
- საქართველოს მედია კლუბი.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები