არჩევნებისთვის რეგისტრაციაზე 11 პარტიას უარი ეთქვა, არ განხილულა 2 განაცხადი — ცესკო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის 11 პოლიტიკურ პარტიას რეგისტრაციაზე უარი ეთქვა. ცესკოს ცნობითვე, უწყებას რეგისტრაციისთვის 30-მა პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა — 30 პოლიტიკური პარტიიდან არ განხილულა 2-ის განაცხადი, ერთ შემთხვევაში საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით პარტიის რეგისტრაციის გაუქმების გამო, მეორე შემთხვევაში — ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის გამო.
"საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების ნაწილის რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. საუბარია იმ პარტიებზე, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავდათ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები და კანონი რეგისტრაციისთვის 25 000 მხარდამჭერის ხელმოწერის წარმოდგენას ავალდებულებდა.
მომართვების შედეგად, 30 პოლიტიკური პარტიიდან არ განხილულა 2-ის განაცხადი (ერთ შემთხვევაში საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით პარტიის რეგისტრაციის გაუქმების გამო, მეორე შემთხვევაში - ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის გამო). ხოლო დარჩენილი 28 პარტიიდან:
- რეგისტრაცია გაიარა 17-მა;
- უარი ეთქვა რეგისტრაციაზე 11-ს.
11 პოლიტიკური პარტიისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები შემდეგია:
- 4-მა პარტიამ არ წარმოადგინა მხარდამჭერთა სიები;
- 5 პარტიას დაუდგინდა ხარვეზი მხარდამჭერთა სიების შემოწმებისას და მათ მიერ წარმოდგენილმა შესწორებულმა დოკუმენტაციამ ხარვეზი ვერ აღმოფხვრა;
- 2 პარტიის ხელმძღვანელს განცხადების წარმოდგენის მომენტისათვის შეწყვეტილი ჰქონდა უფლებამოსილება.
საერთო ჯამში, ცესკოს მიერ შემოწმდა 27 119 ფურცელზე წარმოდგენილი 780 049 მხარდამჭერის შესახებ ინფორმაცია. შედეგად, რეგისტრაცია გაიარა შემდეგმა 17-მა პარტიამ:
- საქართველო
- მესამე გზა
- საქართველოს ლეიბორისტული პარტია
- გახარია საქართველოსთვის
- ჩვენი გაერთიანებული საქართველო
- საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია
- სამართლიანობისთვის
- ანა დოლიძე - ხალხისთვის
- თავისუფალი საქართველო
- მემარცხენე ალიანსი
- შეცვალე საქართველო
- დემოკრატთა ალიანსი
- ტრიბუნა
- მწვანეთა პარტია
- თავისუფალი არჩევანი - ახალი ალტერნატივა
- საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია
- ქართველ ერთობა
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარმოდგენილ მხარდამჭერთა სიებში აღმოჩნდა ისეთი მოქალაქეების ხელმოწერები, რომლებსაც რეალურად მხარდამჭერთა ბლანკზე ხელი არ მოუწერიათ. აღნიშნული გამოვლინდა გადამოწმების შედეგად. შესაბამისად, ცესკომ იმოქმედა კანონმდებლობის შესაბამისად და ყველა ასეთ შემთხვევაში, სათანადო დოკუმენტაცია გადაიგზავნა საგამოძიებო უწყებაში შემდგომი რეაგირების მიზნით.
შეგახსენებთ, რომ გარდა ზემოთ აღნიშნული პარტიებისა, საარჩევნო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად რეგისტრაციის ვადა ჯერ კიდევ აქვს იმ 13 პარტიას, რომლებსაც საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დროისთვის ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები. საარჩევნო კოდექსის თანახმად, ასეთმა პარტიებმა ცესკოს თავმჯდომარეს შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართონ არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა.
აღნიშნული უფლება აქვს ქვემოთ ჩამოთვლილ შემდეგ 13 პარტიას:
1. ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
2. ლელო საქართველოსთვის
3. ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი
4. ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები
5. ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის
6. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი
7. გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი
8. კანონი და სამართალი
9. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
10. საქართველოს ევროპელი დემოკრატები
11. საქართველოს რესპუბლიკური პარტია
12. მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის
13. პროგრესი და თავისუფლება " — ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები