რა არის დელეგატი? — ოცნების სია და ოპოზიციონერების გამოხმაურება
ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, გუშინ პრესკონფერენციაზე საზოგადოებას საარჩევნო სიაში შემავალი 22 დელეგატი წარუდგინა — აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ოცნების ყველა დელეგატი კაცია.
ოცნების დელეგატთა სიაში მომღერალი, ჯგუფ ალილოს სოლისტი არჩილ ბერიძე, გორის მოქმედი მერი ლადო ხინჩეგაშვილი და პარტია ევროპელი სოციალისტების ლიდერის, ფრიდონ ინჯიას შვილი, ბიზნესმენი ილია ინჯიაც მოხვდა.
ასევე იხილეთ: ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას 22 დელეგატი წარუდგინა — ყველა მათგანი კაცია
რა არის დელეგატი?
დელეგატი საარჩევნო სიაში მმართველი პარტიის ინიციატივა და მაჟორიტარის ალტერნატივაა — რადგანაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ტარდება.
საარჩევნო კოდექსში მიმდინარე წლის 15 მაისს შეტანილი ცვლილებების თანახმად, პარტიას უფლება აქვს, საპარლამენტო სიაში შეყვანილი პირი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს.
თუმცა, უცნობია, რა ადგილს დაიკავებს პარტიულ სიაში ესა თუ ის დელეგატი და მოხვდება თუ არა პარლამენტში იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამა თუ იმ ოლქში მისი პარტია გაიმარჯვებს. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დასახელებული დელეგატები პარტიის "გამსვლელ სიაში" იქნებიან.
ამავე თემაზე: რას ნიშნავს პროპორციული საარჩევნო სისტემა და რატომაა უკეთესი — მოკლედ
ოპოზიციის გამოხმაურება
ქართული ოცნების დელეგატთა სიას, პირველი კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ოცნება" ამ ქმედებით აღიარებს, რომ მთლიანად გაკოტრებულია
"ყველასთვის გასაგებია ახლა რაც ხდება. ქართული ოცნება აბსოლუტურად გაკოტრებულია, არჩევნებს აგებენ. მაჟორიტარული სისტემა ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს, მაგრამ მათ დანიშნეს და სიაში ადგილებს დაჰპირდნენ იმ ფეოდალებს, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ხელისუფლებას ემსახურებოდნენ. ამით აიძულებენ, რომ მიიღონ მონაწილეობა დაშინებაში, მოსყიდვაში და სხვა აქტივობებში. ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, ძალიან ცუდად დასრულდება.
მათ ადგილას ფრთხილად ვიქნებოდი, იმიტომ, რომ ეს ფეოდალები პირველები არიან, რომლებიც მერე ხელისუფლების რიგებს ტოვებენ ხოლმე, მისი ცვლილების დროს. ოპოზიცია რომ მოიგებს, მგონი, ბევრ მათგანს ვიხილავთ რიგში დამდგარს, რათა ოპოზიციის რიგებში ჩაეწერონ", — თქვა სამადაშვილმა.
ოცნების სიას ლელოს წევრი დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წარდგენილ ადამიანებს მოსახლეობის ინტერესებთან საერთო არაფერი აქვს და ქართული ოცნება 26 ოქტომბერს აუცილებლად დამარცხდება.
"რუსეთის მსახური ხელისუფლება გარდაუვალად მარცხდება 26 ოქტომბრის არჩევნებზე. ამის კიდევ ერთი დასტურია მათ მიერ, გუშინ წარდგენილი საარჩევნო სია ე.წ დელეგატებისა, ოდიოზური ფიგურების, რომლებსაც არასდროს არანაირი კავშირი არ ჰქონიათ ქართველ ხალხთან. ისინი საქართველოს მოქალაქეებს და მათ ინტერესებს არასდროს წარმოადგენდნენ. ესენი არიან კორუმპირებული, ადგილობრივი ფეოდალები. კორუფციის გზით დაგროვილი ქონებით ცდილობენ ხმების მობილიზებას, მათ შორის, ადგილებზე არაკანონიერი გზით და სწორედ, მათზე აკეთებს გათვლას ქართული ოცნება. მინდა მათ ვუთხრა, რაც არ უნდა დაარქვან ამ ადამიანებს, უნდათ დელეგატები უნდათ სხვა რამ, ფაქტი ერთია — მაჟორიტარული სისტემა საქართველოს კონსტიტუციით გაუქმებულია. ტყუილია, რომ ეს ადამიანები იქნებიან ახალი მაჟორიტარები, რასაც ქართული ოცნება საზოგადოებას ეუბნება. ესენი არიან ძველი სახეები, კორუმპირებული ადგილობრივი ფეოდალები. სახელის ცვლილებით მათი ბუნება არ შეიცვლება. ქართველი ამომრჩეველი მათ კარგად იცნობს. ესენი არიან ადამიანები მკაფიოდ გამოხატული პრორუსული ხაზით. ბევრი მათგანი, რუსული კანონის მხარდამჭერია, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო საქართველოს ინტერესებთან. ესენი წარსულის ადამიანები არიან და 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხი წარსულის ადამიანებს საკადრის ადგილს მიუჩენს. საქართველო კი გააგრძელებს წინსვლას. განვითარებას, პროგრესს ძლიერი სახელმწიფოს ასაშენებლად.
ჩვენ წლებია ვხედავთ, რას ეყრდნობა ქართული ოცნება საარჩევნოდ. ეს არის შავი ფული, კორუფცია, ადგილობრივი ფეოდალები, რომლებსაც მოხვეჭილი აქვთ ძალაუფლება და შემდეგ ამ ძალაუფლებით ვაჭრობენ. [ხალხს] აიძულებენ არჩევანი მათ სასარგებლოდ გააკეთონ. მაგრამ როდესაც პარლამენტში არიან წარმოდგენილი, არაფერს აკეთებენ ადგილობრივი მოქალაქეების ინტერესების და მათი უფლებების დასაცავად. ეს არის ის საყრდენი, რომელიც ქართულმა ოცნებამ გამოიყვანა ამ არჩევნებზე", — განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები