სენატორ ჯინ შაჯინისა და კონგრესმენ მაიკლ ტერნერის განცხადება საქართველოში ვიზიტის შემდეგ
ფოტო: ამერიკის ხმა
ამერიკის შეერთებული შტატების სენატორის, ჯინ შაჯინის და კონგრესმენ, მაიკლ ტერნერის ვიზიტი საქართველოში დასრულდა.
ვიზიტის ფარგლებში ისინი შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ- მინისტრ ირაკლი კობახიძეს, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილსა და თავდაცვის მინისტრს ირაკლი ჩიქოვანს. ამერიკელმა პოლიტიკოსებმა, ღრმა შეშფოთება გამოხატეს საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების მცდელობების საკითხზე და დემოკრატიულ უკუსვლაზე.
ამერიკელმა სტუმრება, რუსეთის საქართველოში შემოჭრის 16 წლისთავი სამხრეთ ოსეთთან, საოკუპაციო ზოლის მონახულებით აღნიშნეს, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერა.
შაჰინისა და ტერნერის ვიზიტის მთავარ მიზეზად, ორ ქვეყანას შორის არაერთი მიმართულებით თანამშრომლობის დროებით შეჩერება სახელდება.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ნაბიჯების საპასუხოდ, აშშ-მა ერთობლივი სამხედრო სწავლება ღირსეული პარტნიორი "განუსაზღვრელი ვადით" გადადო, ასევე დახმარების ნაწილი შეუჩერა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს და ლუგარის ლაბორატორიას.
ჯინ შაჰინისა და მაიკლ ტერნერის კომენტარები ვიზიტის შემდეგ:
„ისეთი ავტორიტარული ქვეყნების მზარდი აგრესიის ფონზე, როგორიც რუსეთია და რომელიც საქართველოში 16 წლის წინ შეიჭრა, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხის უფლებისა, რომ ჰქონდეთ ქვეყანა, რომელსაც შეუძლია თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი.
ჩვენი შეხვედრების დროს მთავრობის მაღალჩინოსნებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი, რომ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროინტეგრაციისკენ მისწრაფებას. მაგრამ მკაფიოდ აღვნიშნეთ ასევე, რომ თვალს არ დავხუჭავთ დემოკრატიული განვითარების გზიდან განდგომაზე და შტატებისკენ მიმართულ ცრუ ბრალდებებზე. ჩვენ უნდა გავხდეთ მოწმენი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა ოქტომბერში. ჩვენ უნდა ვიხილოთ კეთილსინდისიერი შრომა უცხოური აგენტების შესახებ კანონის გასაუქმებლად, რადგანაც მას უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებელი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე. პირველი ნაბიჯი საიმისოდ, რომ კალაპოტს დავუბრუნდეთ, საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას და ჩვენ ველით მათ წინადადებებს“, — ამბობს სენატორი ჯინ შაჰინი
„აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობები ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე იყო რეგიონში. თუმცა ბოლოდროინდელი მოვლენები, რომლებიც დემოკრატიული ღირებულებების წინააღმდეგ არის მიმართული, ძლიერ შეშფოთებას იწვევს აშშ-სა და ევროკავშირში. მე და სენატორმა შაჰინმა მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ეს შეშფოთება აშშ-ის ორივე პარტიასა და ორივე პალატაში საერთოა.
აშშ-ის პოლიტიკა საქართველოს მიმართ არ შეიცვლება შტატების ადმინისტრაციის ცვლილებით.
გარდაუვალად აუცილებელია, რომ საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე, როგორც ქართველი ხალხისთვის, ისე საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის. მადლიერი ვარ სენატორი შაჰინის მისი ურყევი ერთგულების გამო აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობების მიმართ და კიდევ მიწვევისთვის, რომ საქართველოს ამ კრიტიკულ დროს მასთან ერთად ვსტუმრებოდი“, — განაცხადა კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა.
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
კომენტარები