ირაკლი კობახიძე

30 Jul. 2024, 10:31

ზოგადად, ჩვენ პატივს ვცემთ ამერიკელი ხალხის არჩევანს, ჩვენი საქმე არ არის, ვის აირჩევს ამერიკელი ხალხი, ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ნებისმიერ ადმინისტრაციასთან, ერთადერთი განსხვავება არის რამდენიმე თვეში, უფრო გვიან დასრულდება ომი, თუ უფრო ადრე.

[...] ყველა შემთხვევაში, ვფიქრობ, ომი დასრულდება მომავალ წელს, იქნება ეს ერთი ადმინისტრაცია თუ მეორე ადმინისტრაცია და სწორედ ომის დასრულების შემდეგ გამარტივდება ურთიერთობების გადატვირთვა ნებისმიერ ადმინისტრაციასთან, იქნება ეს დემოკრატების თუ რესპუბლიკელების ადმინისტრაცია. აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. მთავარია, ჩვენ ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები. თუ იქნება შემხვედრი ნაბიჯები, რა თქმა უნდა, არაფერი უდგას წინ ურთიერთობების გადატვირთვას. საქართველო არის პატარა ქვეყანა. აშშ არის ძალიან დიდი სახელმწიფო მსოფლიო გავლენით. აქედან გამომდინარე, ყველაფერი მათ ხელშია. ჩვენ არ შეგვიძლია არსებითად რაიმეს შეცვლა. მთავარია, რომ ვდგამთ ნაბიჯებს და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. როგორც კი ეს ნაბიჯები გადმოიდგმება, მაშინვე მოხდება გადატვირთვა.

მთავარი ფაქტორია ომის დასრულება. როგორც კი ომი დასრულდება, მაშინვე გადაიტვირთება ურთიერთობები. ეს არის ჩვენი ოპტიმიზმის საფუძველი. ჩვენი ოპტიმიზმი პირდაპირ არის დაკავშირებული ომის დასრულების ფაქტორთან. ასეც და ისეც, ურთიერთობები უნდა გადაიტვირთოს და მჯერა, ჩვენ მომავალი წლისთვის უკვე გვექნება თვისებრივად განსხვავებული ხარისხი ჩვენს ურთიერთობებში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, თბილისის წიგნის დღეების გენერალური სპონსორია. ღონისძიება წელს…