"8 ივლისიდან, მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი დროებით წყვეტს საქმიანობას" — თბილისის მერია

ფოტო: ვიკიპედია
თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეიდან, 8 ივლისიდან, მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი, დროებით წყვეტს საქმიანობას.
მერიის მიხედვით, მოქალაქეები შესაბამის მომსახურებას კონკრეტული მიმართულებების მიხედვით მიიღებენ რამდენიმე რაიონულ სერვის ცენტრში. კერძოდ:
თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს, არქიტექტურის სამსახურის, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქეები მომსახურებას მიიღებენ კოსტავას N72-ში.
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურების, ასევე, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს კომპეტენციაში არსებულ საკითხებს, მოქალაქეები შესაბამის მომსახურებას მიიღებენ ვაკის რაიონულ სერვის ცენტრში, მისამართზე — თამარაშვილის N10ა და საბურთალოს რაიონულ სერვის ცენტრში, მისამართზე — მიცკევიჩის N20.
ააიპ ჩემი ადვოკატი მოქალაქეებს მოემსახურება ყველა რაიონულ სერვის ცენტრში.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები