"სამართალდამცავების მხრიდან სისტემური ძალადობა, აქციის მონაწილეების დაშინება" — რუსული კანონის ინიციირებიდან მის მიღებამდე პერიოდის შეჯამება
ფოტო: მაიკო გაგუა / On.ge
რა მოხდა: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) მოამზადა სპეციალური ანგარიში: "საქართველო: ადამიანის უფლებები რუსული კანონის პირისპირ".
- ანგარიშში მიმოხილულია რუსული კანონპროექტის ინიციირებიდან მის მიღებამდე, 2 თვის განმავლობაში, ის ძალადობრივი მეთოდები, რომელთა მეშვეობითაც ხელისუფლება ცდილობს სამოქალაქო სივრცის შევიწროებას საქართველოში.
დეტალები: ანგარიშის თანახმად, ადგილი აქვს:
- შეკრების თავისუფლების უხეშ დარღვევას;
- სამართალდამცველთა მხრიდან სისტემურ ძალადობას;
- უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ძალადობის წახალისებას;
- სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმების ინსტრუმენტალიზაციას პროტესტის მონაწილეთა დასაშინებლად;
- ასევე, აქციის მონაწილეების, პროტესტის მხარდამჭერების, სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების და მათი ოჯახის წევრების (მათ შორის, ბავშვების და ოჯახის ხანდაზმული წევრების) დაშინებას, მათ მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებასა და ფიზიკურ ძალადობას. კერძოდ:
ფიზიკური ხელშეუხებლობა: საიას თქმით, კანონის მოწინააღმდეგეთა მიმართ, ფიზიკური ძალადობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის არაერთი შემთხვევა გამოიკვეთა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისა და მესამე პირების (ტიტუშკების რეიდები) მხრიდან.
- "სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ამასთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიება მნიშვნელოვანი გამოწვევებით ხასიათდება", — წერს საია.
მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება: რუსული კანონის ინიციირებიდან დღემდე, მიმდინარე აქციებზე საპოლიციო ღონისძიებები, უმეტესად, არ ატარებდა კანონიერ და პროპორციულ სახეს: "სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ამასთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიება მნიშვნელოვანი გამოწვევებით ხასიათდება".
გამოხატვის თავისუფლება: საია წერს, რომ მედიის წარმომადგენელთა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, წინა წლებში დაწყებული ტენდენცია რუსული კანონის ინიციირების შემდეგ საგრძნობლად გაუარესდა.
- კიდევ უფრო გახშირდა ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ჩარევისა და ხელშეშლის შემთხვევები: "სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ამასთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიება მნიშვნელოვანი გამოწვევებით ხასიათდება".
თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება: საიას თქმით, 2024 წლის აპრილი-მაისის პერიოდში, რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, დაახლოებით 210-მდე პირი დააკავეს.
მათთან მიმართებით მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა: "უსაფუძვლო ადმინისტრაციული დაკავებები ემსახურება საპროტესტო აქციის მუხტის ჩახშობას და მოქალაქეების დაშინებას".
- საიას ცნობით, საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე და, სულ, დაკავებულია 8 პირი.
- მიმდინარე გამოძიებების და დაკავებების კვალდაკვალ შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქციის მონაწილეების გამოკითხვაზე დაბარებას.
- "ამ მასშტაბით რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეების გამოკითხვაზე დაბარება იწვევს ეჭვს, რომ შსს, გამოკითხვის სახით, კიდევ ერთ სისხლის სამართლებრივ მექანიზმს იყენებს დემონსტრანტების დასაშინებლად", — წერს საია.
- მათივე თქმით, აქციის მონაწილეთა მიმართ სისხლის სამართალწარმოება შეიძლება მიზნად ისახავდეს საპროტესტო აქციის მუხტის ჩახშობას და მოქალაქეების დაშინებას.
რეპრესიების სხვა მეთოდები: საია წერს, რომ გარდა ფიზიკური ძალადობისა, გამოიკვეთა დემონსტრანტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, აქტივისტების დაშინებისა და მუქარის არაერთი შემთხვევა, რაც რუსული კანონის თაობაზე მათ კრიტიკულ პოზიციას უკავშირდებოდა.
- 2024 წლის 31 მაისს საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დიმიტრი სამხარაძის საჯარო პოსტის შედეგად, ნათელი გახდა, რომ რეპრესიები ორგანიზებულია სახელმწიფოს მაღალი რანგის წარმომადგენლების მიერ და, სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის შემწყნარებლური პოლიტიკის გათვალისწინებით, მათ მიერ არის მხარდაჭერილი.
- საიას თქმით, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ამ დრომდე უშედეგო გამოძიების გარდა, ასევე, საგანგაშოა ამ საკითხთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის პოზიცია, რომელმაც სატელეფონო ზარების, როგორც რეპრესიის ერთ-ერთი ფორმის, საქმეების შესწავლა ისე დაასრულა (და მასზე რეაგირება საგამოძიებო ორგანოების უფლებამოსილებად შეაფასა), რომ არ გამოუკვლევია, მოხდა თუ არა ამ მონაცემების მოპოვება სახელმწიფო ბაზაზე წვდომის შედეგად.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები