ბაზისბანკის მხარდაჭერით, სპორტული კონცეფციის ახალი სასტუმრო Ibis Styles Batumi გაიხსნა
ფოტო: ბაზისბანკი
ბაზისბანკთან პარტნიორობით, სასტუმრო ინდუსტრიისა და მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერის ფარგლებში, ბათუმში, Accor-ის პირველი სასტუმრო Ibis Styles Batumi გაიხსნა. პროექტის განსახორციელებლად ბაზისბანკის მიერ 6.3 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური მხარდაჭერა განხორციელდა.
Ibis Styles-ის სასტუმროები ცნობილია ხელმისაწვდომობისა და განსაკუთრებული დიზაინის სინთეზით. ბრენდის 670 სასტუმროდან, თითოეული გამოირჩევა უნიკალური დიზაინითა და თემატიკით, ყველა მათგანი შემოქმედებითობის, ესთეტიკის, მეგობრული მომსახურებისა და კომფორტის გარშემო ერთიანდება, რაც Ibis Styles-ს მოგზაურების საყვარელ ბრენდად აქცევს.
ibis Styles Batumi ლეხ და მარია კაჩინსკების #5-ში, ბულვარიდან და ზღვისპირა პარკიდან ფეხით სავალ მანძილზე მდებარეობს და სტუმრებს კომფორტული, მშვიდი დასვენების შესაძლებლობას უქმნის. ამასთანავე, სასტუმროს დიზაინი დაფუძნებულია სპორტის თემატიკაზე, რომლის შთაგონების მთავარი წყარო უკავშირდება, მე-16 საუკუნეში, ინგლისელი მეზღვაურის მიერ ბათუმში ბურთის აკენწვლის ისტორიას - სწორედ აქედან გავრცელდა საქართველოში ფეხბურთი.
Ibis Styles Batumi ნათელი ტონებითა და მხიარული დიზაინის ელემენტებით გამოირჩევა. ზღვისა და მთის ულამაზესი ხედებით გარშემორტყმული სასტუმრო 121 ნომერს მოიცავს.
სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ საკონფერენციო დარბაზით, რომელიც გათვლილია 80-მდე სტუმარზე და აღჭურვილია პროფესიონალური ხმის სისტემითა და პლაზმური LCD მონიტორით. სასტუმრო უზრუნველყოფს ბავშვებისთვის საჭირო სერვისებსაც, მათ შორის საბავშვო კუთხეს და საბავშვო მენიუს ბარში.
"ბათუმი ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული მიმართულებაა, მისი ისტორიული ხიბლისა და თანამედროვე არქიტექტურის წყალობით, რასაც ასევე ხელს უწყობს რბილი კლიმატი და ბუნება. ეს უახლესი პროექტი ბათუმში Accor-ისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა, რადგანაც ჩვენი დებიუტია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე. საქართველო განვითარების დიდ შესაძლებლობას გვთავაზობს და ჩვენ მზად ვართ, გავაცნოთ აკორის ბრენდები როგორც ქვეყანას, ისე რეგიონსაც", — ალექსის დელაროფი, აკორის მთავარი საოპერაციო დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში.
"ბაზისბანკს, როგორც ბიზნესის ერთ-ერთ უმსხვილეს მხარდამჭერს საქართველოში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კუთხით. მსგავსი პროექტების დაფინანსება ბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რადგან ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და აძლიერებს სამშენებლო სექსტორს, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. გვეამაყება, რომ ჩვენთან თანამშრომლობით, საერთაშორისო ბრენდის პირველი გამორჩეული სასტუმრო გაიხსნა ბათუმში და მიმდინარე ეტაპზე კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი ხორციელდება", — ბაზისბანკის კომერციული დირექტორი, გიგი გაბუნია.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა


კომენტარები