Google თავისი სპეციალური "დუდლით" (Doodle) დამოუკიდებლობის დღეს გვილოცავს.

ბრაუზერის გახსნისას ან Google.com-ზე შესვლისას საქართველოს დროშა დაგხვდებათ, მასზე დაჭერის შემდეგ კი საძიებო ველში გვერდი გაიხსნება, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება და ამ დღის მნიშვნელობაზე გვაწვდის ინფორმაციას.

"საქართველო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! დღევანდელ ყოველწლიურ დუდლზე გამოსახულია ცის კაბადონზე მოფრიალე საქართველოს დროშა!", — წერს გუგლი.

ფოტო: Google / NEXT.On.ge

Google, ეს საძიებო სისტემა, დუდლების საშუალებით ყოველთვის ულოცავს მსოფლიოს სხვადასხვა დღესასწაულსა თუ მოვლენას. სხვა დუდლების დათვალიერებას ამ ბმულზე შეძლებთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.