სეზონური ალერგიული რინიტი და მისი მკურნალობა
ფოტო: თოდუას კლინიკა
სეზონური ალერგიული რინიტი ცხვირის ღრუს ლორწოვანის ანთებით მიმდინარე ალერგიულ დაავადებას წარმოადგენს, რომელიც კონკრეტულ სეზონზე ვლინდება. ის საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და მსოფლიო მოსახლეობის 10-30% - ში გვხვდება. გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილების პირობებში მისი გავრცელება კიდევ უფრო მზარდია.
რა იწვევს სეზონურ ალერგიულ რინიტს? როგორია მისი სიმპტომები? როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა? — ამ და სხვა კითხვებით თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის ალერგოლოგს, ქეთევან ომიაძეს მივმართეთ.
რა ტიპის ალერგენები იწვევს დაავადებას და წელიწადის რა დროს მატულობს მისი შემთხვევები?
სეზონური ალერგიული რინიტის გამომწვევია მცენარის მტვერი. მაგალითად, გაზაფხულზე ხე-მცენარეები ყვავილობენ, ზაფხულში — მარცვლოვანი მცენარეები, ხოლო შემოდგომაზე — სარეველები. სიმპტომებიც ვლინდება იმის მიხედვით, თუ რომელ სეზონზე მოყვავილე მცენარის მიმართ აქვს ადამიანს მომატებული მგრძნობელობა. დაავადება შეიძლება განსაკუთრებით გამწვავდეს ტემპერატურის ცვლილებისა და ქარიანი ამინდის დროს.
რა სიმპტომები ახასიათებს სეზონურ ალერგიულ რინიტს?
სეზონური ალერგიული რინიტის სიმპტომებია: ცხვირიდან უხვი წყლისებრი გამონადენი; მრავალჯერადი ცემინება; ცხვირის გაჭედვა; ცხვირის, თვალების, ყელის, ყურების ქავილი; ცრემლდენა და თვალების სიწითლე; ხველა და ჰაერის უკმარისობა. ჩამოთვლილთაგან შესაძლოა გამოხატული იყოს რომელიმე ერთი ან სხვადასხვა სიმპტომის კომბინაცია.
რა გართულებები ახასიათებს დაავადებას?
ალერგიული რინიტი უარყოფითად აისახება ადამიანის ცხოვრების ხარისხზე. ასევე, მან შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორებიცაა: ცხვირის დანამატი წიაღების ანთება (სინუსიტი), შუა ყურის ანთება (ოტიტი), ცხვირის პოლიპოზი, ძილის დარღვევა, ძილის აპნოე, ასთმა. ამიტომ მნიშვნელოვანია, დროულად მიმართოთ ალერგოლოგს და აიცილოთ გარემოს არასასურველი გავლენა ცხოვრების ხარისხზე.
როგორ ხდება მისი დიაგნოსტიკა და მკურნალობა?
ალერგიული რინიტის დიაგნოსტიკა ეფუძნება დეტალურ ანამნეზს, კლინიკურ სურათს და ისეთ ლაბორატორიულ გამოკვლევებს, როგორიცაა: კანის სინჯები და სისხლის შრატში ალერგენ-სპეციფიკური IgE ანტისხეულების განსაზღვრა.
ალერგიული რინიტი საჭიროებს სპეციფიკურ, დაავადების სიმპტომებზე, მათი მიმდინარეობის სიმწვავეზე, გამოვლენის პერიოდსა და ხანგრძლივობაზე ორიენტირებულ მკურნალობას. იმისთვის, რომ ის ეფექტური იყოს, აუცილებელია დაინიშნოს ექიმის მიერ. ალერგიული რინიტის მკურნალობა მოიცავს ანტიჰისტამინურ მედიკამენტებს, ინტრანაზალურ ანტიჰისტამინურ პრეპარატებს, ინტრანაზალურ სტეროიდებს, ანტილეიკოტრიენებს და იმუნოთერაპიას.
ასევე, მაპროვოცირებელი ფაქტორების იდენტიფიკაციის შემდეგ, სასურველია შეიზღუდოს მათი ექსპოზიცია. დაავადების გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, მკურნალობის პარალელურად, გასათვალისწინებელია შემდეგი რეკომენდაციები:
● მოერიდეთ შენობის გარეთ აქტიურ საქმიანობას, მაგალითად, ვარჯიშს დილის 10 სთ-დან შუადღის 4 სთ-მდე, რადგან ამ პერიოდში ჰაერში მცენარეული მტვრის კონცენტრაცია მაღალია. იყავით შენობაში, განსაკუთრებით ქარიან ამინდში;
● დაკეტეთ ფანჯრები სახლსა და მანქანაში, ჩართეთ კონდიციონერი;
● მოერიდეთ ტანსაცმლის გარეთ გაშრობას ქარიან ამინდში;
● სახლში დაბრუნების შემდეგ დაიბანეთ სახე და ხელები, რათა ჩამოირეცხოთ დალექილი მტვერი;
● მცენარეთა ყვავილობის პიკის დროს უპირატესობა მიანიჭეთ ზღვის კურორტს, რადგან ზღვაზე მცენარეული საფარველი ნაკლებია, ხოლო ზღვის სანაპირო ზოლი შთანთქავს ჰაერში არსებულ ალერგენებს.
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
კომენტარები