რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
რამდენი ხნით შეგიძლიათ სუნთქვის შეკავება? ერთი წუთით? იქნებ ცოტა მეტიც? თუ თქვენ სუნთქვას წუთზე დიდი ხნით იკავებთ, ეს ნამდვილად კარგი შედეგია, მაგრამ ამ საქმის სპეციალისტთან თქვენი შედეგი ახლოსაც ვერ მივა.
რომელი ცხოველია ამ მხრივ ჩემპიონი?
მაშ ასე, თუ ჩანაწერებს დავეყრდნობით, ამ მხრივ რეკორდი დინგნისკარტა ვეშაპს ეკუთვნის. მეცნიერები ამ სახეობის 23 წევრს 5 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა 3 საათისა და 42 წუთის განმავლობაში ჩაყვინთა. შედარებისთვის, ადამიანის მსოფლიო რეკორდი 24 წუთი და 37 წამია.
თუმცა, ამ კვლევის ფარგლებში ჩაყვინთვის საშუალო ხანგრძლივობა 59 წუთი იყო. თუ ზემოთ ხსენებულ კონკრეტულ რეკორდს არ ჩავთვლით და საშუალო ხანგრძლივობას გავითვალისწინებთ, მაშინ არიან არსებები, რომლებიც უკეთეს შედეგებს აფიქსირებენ.
მაგალითად, ცნობილია, რომ კაშალოტები წყალქვეშ საშუალოდ საათნახევარს ჩერდებიან, ხოლო ზღვის სპილოები ამ მხრივ ნამდვილი ჩემპიონები არიან — ისინი საშუალოდ 2 საათი იკავებენ სუნთქვას.
როგორ შეუძლიათ ამდენ ხანს სუნთქვის შეკავება?
წყლის ძუძუმწოვრებს სუნთქვის ამდენი ხნით შეკავების შესაძლებლობა მათ კუნთებში მიოგლობინის ცილის არსებობაა. ეს ცილა ინახავს ჟანგბადს და უზრუნველყოფს მის სასარგებლო მიწოდებას კუნთების უჯრედებში.
ადამიანებსაც აქვთ მიოგლობინი, მაგრამ გაცილებით ნაკლები კონცენტრაციით — ჩვენში ძალიან ბევრი ცილის ერთმანეთთან დაგროვება დაავადებებს იწვევს. ჩნდება შეკითხვა, რატომ არ აქვთ იგივე პრობლემა ვეშაპებს, სელაპებსა და სხვა მსგავს ცხოველებს?
2013 წლის კვლევის მიხედვით, წყლის ძუძუმწოვრების მიოგლობინი დადებითად არის დამუხტული.
"მაგნიტის მსგავსი პოლუსების მსგავსად, ცილები ერთმანეთს იგერიებენ. შედეგად, ამ ცხოველებში ცილები ერთმანეთს არ ეწებება და დაავადებები არ ჩნდება", — განუცხადა კვლევის ავტორმა, ექიმმა მაიკლ ბერენბრინკმა BBC News-ს.
თუმცა, მიოგლობინი შეიძლება იყოს ისტორიის მხოლოდ ერთი ნაწილი. მკვლევრები ასევე ეჭვობენ, რომ დინგნისკარტა ვეშაპებს შეიძლება ჰქონდეთ დაბალი მეტაბოლური მაჩვენებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სწრაფად არ მოიხმარენ ჟანგბადს.
თუმცა, მიოგლობინი შეიძლება მხოლოდ ერთი ფაქტორია. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ დინგნისკარტა ვეშაპებს დაბალი მეტაბოლური მაჩვენებელი აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ჟანგბადს სწრაფად არ მოიხმარენ.
კომენტარები