სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
ფოტო: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
მოკლედ: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) აცხადებს, რომ რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე, "გარკვეული ჯგუფები პროვოკაციების მოწყობას ცდილობენ", რისი მიზანიც, მათი თქმით, "დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებაა".
- უწყებამ ეს განცხადება შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე გამოაქვეყნა.
- სუსის ვერსიით, "გარკვეული ჯგუფებს" აფინანსებენ უცხო ქვეყნები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების ლიდერები და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელები.
დეტალები: სუსი ამტკიცებს, რომ "დანაშაულებრივ გეგმებში" ჩართულია უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც "აცხადებენ მზადყოფნას, ჩამოვიდნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში":
- განცხადებიდან: "პირები აქტიურ კომუნიკაციაში არიან საქართველოში მყოფ თავის თანამოაზრეებთან და განიხილავენ პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციისა და სხვა სამთავრობო შენობების ბლოკირების და პარალიზების გეგმებს".
- ასევე, უწყების ვერსიით, ორგანიზატორები ახალგაზრდებს ავალებენ პარლამენტის წინ მიიტანონ ადვილად აალებადი ნივთიერებები, ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილების" დასამზადებლად.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვერსიით, რუსული კანონის საწინააღმდეგოდ მიმდინარე საპროტესტო აქციების მსვლელობისას, ორგანიზატორები იყენებენ ორგანიზაცია CANVAS-ის და პიტერ აკერმანის მიერ ჩატარებული სწავლებების მეთოდებს, რომლის მიზანია:
- "მიმდინარე პროცესების ე.წ. "მაიდანიზაცია" და ქვეყანაში 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების მსგავსი მოვლენების პროვოცირება".
- ასევე, სუს-ის ვერსიით, აქციის "რადიკალი ორგანიზატორები აუცილებლად მიიჩნევენ" თბილისის სატრანსპორტო კვანძების პარალიზებას, სამთავრობო დაწესებულებებთან მისასვლელი და სტრატეგიული ობიექტების გზების ბლოკირება-ბარიკადირებას.
ამ თემაზე: გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
- "აღნიშნული დანაშაულებრივი გეგმების რეალიზებისთვის გამოიყენება უცხოეთიდან შემოსული ფინანსები, ხოლო მათი აზრით, კვალის დაფარვის მიზნით ხშირ შემთხვევაში იყენებენ კრიპტოვალუტას", — აცხადებს სუსი.
გარდა ამისა, სუსი ამტკიცებს, რომ საპროტესტო აქციის ორგანიზატორების სამიზნეს წარმოადგენენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები. მათი "დემორალიზების და პროვოცირების მიზნით" კი გამოიყენება ე.წ. "ფერადი რევოლუციების" მოწყობასთან დაკავშირებული ისეთი მეთოდები, როგორიც არის
- "მათ მიმართ მუქარა, მოსყიდვა, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მხარეს მათი გადასვლის ინსცენირება, რაც საბოლოო ჯამში მიზნად ისახავს სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლას და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას".
- სუსი აქციის ორგანიზატორებს მიმართავს, რომ "დესტრუქციული გეგმების განხორციელების შემთხვევაში", გატარდება შესაბამისი ღონისძიებები, რომ არ მოხდეს "მოვლენათა ესკალაცია, გამოირიცხოს ქვეყანაში არეულობა, სამოქალაქო დაპირისპირება და შენარჩუნებული იქნეს მშვიდობა".
ფართო სურათში: მთავრობაში პარტია ქართული ოცნების ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2014 წლიდან პერიოდულად საუბრობს ხოლმე "გადატრიალების საქმეებზე", მაგრამ ამგვარი საქმეების გამოძიების მსვლელობაზე, მეტწილად, არაფერს ამბობს.
- 315-ე მუხლით აღძრული საქმეებიც ბევრი დაგროვდა. ეს მუხლი გულისხმობს "შეთქმულებას ან ამბოხებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად".
- 2023 წლის 18 სექტემბერს, სუს-მა ამგვარი საქმეების "კოლექციას" მორიგი — "ტრენინგების საქმე" შემატა, მაგრამ კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე — ბრიფინგზე მხოლოდ განცხადების წაკითხვით შემოიფარგლნენ.
სტრიქონებს შორის: საზოგადოებრივად, თუ პოლიტიკურად აქტიური ადამიანები მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი ქვეყანაში შიშის დათესვის მცდელობას უფრო ჰგავს და რეალურად, გამოუძიებელი "გადატრიალების საქმეები" ავტორიტარული მმართველობისკენ მიდრეკილი მთავრობების მახასიათებელი ინსტრუმენტია — პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისა და მოსახლეობაზე ინფორმაციული მანიპულაციის მიზნით.
- 2014 წლიდან, სუს-ის "გადატრიალების საქმეების" მთავარი მონაწილეები მეტწილად, პოლიტიკური ოპონენტები იყვნენ.
- პოლიტიკოსების გვარები გასული წლის შემოდგომაზეც ახსენა სუს-მა, თუმცა, ეს საქმე სხვებისგან იმით არის გამორჩეული, რომ საფრთხედ დაასახელეს ადამიანები ხელოვნების სფეროდანაც, რომლებიც სექტემბერში, USAID-ის დაფინანსებით ჩატარებული ტრენინგებს ესწრებოდნენ.
2023 წლის ნოემბერში NEWS.On.ge "ტრენინგების საქმეზე" დაბარებულ ხუთ ხელოვანს ესაუბრა. თითოეულს იდენტური კითხვები დავუსვით. ხელოვანების პასუხები კი იმას გვაჩვენებს, როგორია მათი მოქალაქეობრივი, თუ სახელმწიფოებრივი ხედვა.
ნახეთ ვიდეო აქ:
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები