მეცნიერებმა ინსულტის შემთხვევები კლიმატის ცვლილებასთან დააკავშირეს
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ინსულტით გამოწვეული სიკვდილიანობა და ჯანმრთელობის პრობლემები ექსტრემალურ ტემპერატურებთან დააკავშირეს, რაც 1990 წლიდან მოყოლებული ფიქსირდება.
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ კლიმატის ცვლილება ინსულტის პირდაპირი მიზეზია, მაგრამ მიანიშნებს, რომ შესაძლოა, მათ შორის გარკვეული ბმა არსებობდეს. მაგალითად, დადგინდა, რომ გასულ წელს ინსულტით სიკვდილის 500 000-ზე მეტი შემთხვევა არაოპტიმალურ ტემპერატურას უკავშირდებოდა. ასე ნაკლებ სიკვდილიანობასთან ასოცირებულ თეორიულ უსაფრთხო ზღვარზე მაღალ ან დაბალ მაჩვენებელს ეწოდება.
საინტერესოა, რომ უკანასკნელი მონაცემების თანახმად, მსგავსი ტენდენცია კაცებში უფრო მეტად გამოვლინდა, ვიდრე ქალებში. ასევე გაირკვა, რომ ამ მხრივ ყველა ასაკობრივი კატეგორია მოწყვლადია.
"ბოლო წლებში ტემპერატურის მკვეთრმა ცვლილებებმა ადამიანთა ჯანმრთელობაზე იქონია გავლენა და საყოველთაო შეშფოთება გამოიწვია. ჩვენმა კვლევამ ცხადყო, რომ ტემპერატურის ასეთმა ცვლილებამ შესაძლოა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინსულტის შემთხვევები გაახშიროს, განსაკუთრებით ხანდაზმულ პოპულაციასა და იმ არეალებში, სადაც ჯანდაცვა ყველაზე თანაბრად არ ვრცელდება", — აცხადებენ ავტორები.
მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში 2020 წლიდან 2021 წლამდე პერიოდში ინსულტით განპირობებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 000-ში 38.8-დან 100 000-ში 41.1-მდე გაიზარდა. ეს მხოლოდ ექსტრემალურ სიცხეებს სულაც არ უკავშირდება. მაგალითად, 2019 წელს ინსულტის შემთხვევების უმეტესობა დაბალი ტემპერატურით იყო განპირობებული.
საქმე ისაა, რომ სიცივე სისხლძარღვების შემჭიდროებას იწვევს, რაც წნევას ზრდის, ეს კი ინსულტის რიკს-ფაქტორია. ასეთი ცივი აირები პოლარულ რეგიონებშია კონცენტრირებული, მაგრამ კლიმატის ცვლილების გამო სხვა არეალებშიც ვრცელდება. ამ ყველაფრის მიუხედავად, უკანასკნელმა კვლევამ გახშირებული ინსულტის სიცხესთან კავშირი გამოავლინა.
საინტერესოა, რომ მაღალ ტემპერატურასთან ასოცირებული მსგავსი სიკვდილიანობა ცენტრალურ აზიაში ჭარბობდა. იქიდან გამომდინარე, რომ გლობალური დათბობა მწვავდება, სავარაუდოდ, მომავალში ეს ადამიანთა ჯანმრთელობაზეც კიდევ უფრო მეტად აისახება.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Neurology გამოქვეყნდა.
კომენტარები