შენიშნეს მთის გაზელი, რომელსაც ექვსი კიდური აქვს
ისრაელში ძალიან უცნაური გაზელი შენიშნეს. ცხოველს ოთხის მაგივრად 6 კიდური აქვს.
ის პირველად ნირ ლიხტერმა ნეგევის უდაბნოში შეამჩნია. ლიხტერმა უცნაური გაზელი კამერით აღბეჭდა და ფოტოები ისრაელის ბუნების დაცვის საზოგადოებას (SPNI) გაუგზავნა.
ცხოველი მამრი მთის გაზელია (Gazella gazella), რომელსაც ჩვეულებრივ გაზელსაც უწოდებენ. სახეობა IUCN-ის წითელ ნუსხაშია და გადაშენების პირას მყოფად ითვლება. მისი პოპულაცია ველურ ბუნებაში მხოლოდ 2 500 ზრდასრულ გაზელს ითვლის. ეს სახეობა ძირითადად ისრაელში გვხვდება — ცნობილია ციცაბო ადგილებში ცხოვრებით და აქედან მომდინარეობს მისი სახელიც.
ორი ზედმეტი კიდურის მიუხედავად, ცხოველი თავს კარგად გრძნობს და შეჯვარებაც მოახერხა. ეს გენეტიკური მდგომარეობა ცნობილია როგორც პოლიმელია, რა დროსაც ცხოველზე დამატებითი კიდურები იზრდება. ზოგიერთ შემთხვევაში, დამატებითი კიდურები ცხოველებზე ცუდად მოქმედებს და მათ სიცოცხლეს საფრთხესაც უქმნის. ასეთი შემთხვევა ადამიანებშიც დაუფიქსირებიათ.
კვლევების მიხედვით, ამ სახეობას ჰაბიტატი სულ უფრო უმცირდება. გარდა ამისა, სერიოზული საფრთხეა ბრაკონიერობა და გარეული ძაღლები, რომლებიც გაზელებზე ნადირობენ. მიუხედავად ამისა, ეს კონკრეტული მამრი თავს მშვენივრად გრძნობს და როგორც ჩანს, შთამომავლობის დატოვებაც შეძლო.
"მოლოდინის საწინააღმდეგოდ, 6 კიდურის მქონე ეს გაზელი თავს კარგად გრძნობს, ჯანმრთელი და ძლიერია. სხეულზე დამატებითი ორი კიდური მისთვის დისკომფორტი არაა", — თქვა SPNI-ის დირექტორმა ამირ ბალაბანმა.
კომენტარები