კატეგორიულად ვგმობთ კანონის მიღების ხელახალ მცდელობას — საერთაშორისო მედია ადვოკატირების ორგანიზაციები
ფოტო: Reuters
მოკლედ: მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების (MFRR) პარტნიორი ორგანიზაციები კატეგორიულად გმობენ საქართველოს მმართველი პარტიის მცდელობებს, მიიღონ "რუსული სტილის" კანონი, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მედიის თავისუფლებას და სამოქალაქო სივრცეს ქვეყანაში.
- ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
სტრიქონებს შორის: მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირება (MFRR) არის ევროპის მასშტაბით მოქმედი მექანიზმი, რომელიც თვალყურს ადევნებს, აკონტროლებს და რეაგირებს პრესისა და მედიის თავისუფლების დარღვევებზე ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებში. ეს პროექტი უზრუნველყოფს იურიდიულ მხარდაჭერას, საჯარო ადვოკატირებას და ინფორმაციას ჟურნალისტებისა და მედიის თანამშრომლების დასაცავად.
დეტალები: MFRR-ს პარტნიორი ორგანიზაციები მოუწოდებენ ქართულ ოცნებას, დაუყოვნებლივ გააუქმოს შემზღუდველი კანონმდებლობა.
მიიჩნევენ, რომ ეს კანონი ხელისუფლებას მისცემს მძლავრ ინსტრუმენტს, დამოუკიდებელი ხმების შეზღუდვისთვის.
"დამატებითი პასუხისმგებლობა და ბიუროკრატიული მოთხოვნები, რომლებიც თან ახლავს "უცხო ქვეყნის აგენტის" სტატუსს, არღვევს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის რეგულარულ საქმიანობას, ეწინააღმდეგება მათ სამოქალაქო და ჟურნალისტურ ფუნქციებს. ასეთი ზომები გარკვეული ორგანიზაციების დისკრიმინაციას ახდენს, მათი დაფინანსების წყაროებიდან გამომდინარე და ქმნის გაუმართლებელ შეზღუდვებს"— წერია განცხადებაში.
ამასთან, ორგანიზაციებისთვის შემაშფოთებელია, რომ რუსული სტილის კანონმდებლობა სულ უფრო ძლიერდება მეზობელ ქვეყნებში:
- 2 აპრილს ყირგიზეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს "უცხო ქვეყნების წარმომადგენლების შესახებ", რომელიც ავალდებულებს არაკომერციულ ორგანიზაციებს, მათ შორის მედიასაშუალებებს, დარეგისტრირდნენ "უცხოეთის წარმომადგენლებად" და წარადგინონ რეგულარული ფინანსური ანგარიშები და აუდიტები.
- მიმდინარე წლის თებერვალში "უცხო ქვეყნის აგენტების" კანონი იყო 43 სხვა კანონპროექტს შორის, რომლებიც შეთავაზებული იქნა კენჭისყრისთვის ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტში, "რუსეთისა და აფხაზეთის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის" მცდელობის ფარგლებში.
"MFRR-ის პარტნიორები შიშობენ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ შეთავაზებულმა კანონმდებლობამ შეიძლება სერიოზულად შეარყიოს დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას, ასევე გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოში დამოუკიდებელ ჟურნალისტებს და პრესის თავისუფლების დამცველებს და ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას ხელისუფლებისადმი, თავი შეიკავონ შემოთავაზებული კანონმდებლობის მიღებისგან", — ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
- საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI)
- ჟურნალისტების ევროპული ფედერაცია (EFJ)
- მუხლი 19 ევროპა
- პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF)
- OBC Transeuropa
- შეუზღუდავი თავისუფალი პრესა (FPU)
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები