ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიატმა — ლიკა კეშელავამ სტაჟირება კრეატიულ სააგენტო BBDO-ში დაიწყო
ფოტო: საქართველოს ბანკი
იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც არ ჩერდებიან, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.
ბანკის მიერ განხორციელებულ, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს შორის გამორჩეულ ადგილს Miami Ad School Europe-ში ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია იკავებს.
საქართველოს ბანკის ინიციატივით და MASE-სთან თანამშრომლობით, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია 2019 წელს დაარსდა და უკვე მეექვსე წელია, კრეატიული ინდუსტრიით დაინტერესებულ ქართველ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, Miami Ad School Europe-ში Art Direction-ის ან Copywriting-ის 2-წლიან პროგრამაზე 100%-იანი დაფინანსებით ისწავლონ.
2021 წელს ლიკა კეშელავა ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიატი გახდა და Miami Ad School Europe-ში სწავლა Art Direction-ის მიმართულებით დაიწყო.
ლიკასთვის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა კვლავ გრძელდება, რადგან ცოტა ხნის წინ მან სტაჟირება კრეატიულ სააგენტო BBDO-ში დაიწყო. თუ როგორი იყო გზა BBDO-ში სტაჟირებამდე, ამის შესახებ ლიკა გვიამბობს.
ახდენილი ოცნება
"მადლობით დავიწყებ: Miami Ad School-ში სწავლა ჩემი ოცნება იყო და იმ დღეს, როცა გავიგე, რომ სტიპენდია მოვიგე, ალბათ, ყველაზე ბედნიერი ვიყავი. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მაგარი დღეები წინ მელოდა. იმაზე, რომ Miami Ad School ჩვენი სფეროს საუკეთესო სკოლაა, ბევრს არ ვილაპარაკებ. ყველაზე მაგარი მიზანდასახული ადამიანების გაცნობაა. ზოგჯერ მგონია, რომ მათთან ერთად სამყაროს შეცვლაც კი შემიძლია. Like minded world changers — ეს არის საუკეთესო რამ, რასაც იქ სწავლის დროს მიიღებ ადამიანი. რა თქმა უნდა, საერთაშორისო ჯილდოებს და მსოფლიოს წამყვან სააგენტოებში Creative Art Director-ის პოზიციაზე ძალების მოსინჯვის შანსს თუ არ ჩავთვლით."
სტაჟირება კრეატიულ სააგენტო BBDO-ში
"სიმართლე გითხრათ, ყველაზე მეტად იმიტომ მინდოდა BBDO-ში სტაჟირება, რომ ბევრი ჩემი მეგობარიც აქ გადიოდა პრაქტიკას. გამოვარჩევდი ლიზა ღლონტსა და ინა ტაბაჩენკოს — სწორედ ამ ორ ადამიანთან ერთად ვიმუშავე უკრაინული საბრძოლო დრონის, პერუნის ბრენდინგზე, რომელმაც შემდეგ Ads Of the worlds, New York Times-ის და კიდევ არაერთი საერთაშორისო მედია-გამოცემის ყურადღება მიიქცია. რაც შეეხება BBDO-ს: ჯერ მხოლოდ 1 კვირა გავიდა, რაც სტაჟირება დავიწყე, მაგრამ უკვე ძალიან მომწონს. განსაკუთრებით მომწონს პროექტები, რომლებიც ამ სააგენტოში იქმნება ისეთი ბრენდებისთვის, როგორებიცაა Meta, Puma, Porsche. ასევე, თუ როგორი დიდი ყურადღებით ისმენენ ყველა იდეას და მაქსიმალურად გეხმარებიან, შენს შესაძლებლობებს გასაქანი მისცე."
პრაქტიკული გამოცდილება
"BBDO-მდე იყო 3 სტაჟირება: Antoni, Media Monks, Mediaplus (Serviceplan). თითოეული სააგენტო უნიკალური გამოცდილება იყო. ვცდილობდი, სტაჟირებისთვის ერთმანეთისგან განსხვავებული სააგენტოები შემერჩია, რომ უკეთ დავრწმუნებულიყავი, რომელი მიმართულებით მომწონდა მუშაობა. BBDO იდეებზე ორიენტირებული სააგენტოა — ძალიან ცოცხალი, აქტიური. საკუთარ თავს ასეც მოიხსენიებენ: Big company with a status spirit. დიდი მოლოდინები მაქვს; ვერთვები დიდ პროექტებში; ვთავაზობ ახალ იდეებს; ვეხმარები დიზაინის მიმართულებით სხვადასხვა დავალებებში და, რა თქმა უნდა, დიდ სიამოვნებას ვიღებ ახალ თანამშრომლებთან ურთიერთობით — აზრების გაცვლით და გაზიარებით."
იდეები და ახალი შესაძლებლობები
"სწორედ ახლა Art Direction-ის მიმართულებით ვორქშოპების შემზადების პროცესში ვარ, ვგეგმავ შაბათ-კვირის ვოქრშოპებს. მინდა, Miami Ad School-სა და დიდ სააგენტოებში მიღებული გამოცდილება გავუზიარო დაინტერესებულ ადამიანებს შესაბამისი ბექგრაუნდით. 3 წელია, დიზაინს ვასწავლი. ასევე, წელს სფოთლაითის საიუბილეო ღონისძიებაზეც ვიყავი მიწვეული და ვორქშოპი იქაც ჩავატარე. ძალიან მომწონს ეს პროცესი და მინდა, საქართველოში ბევრ ადამიანს გავუზიარო ჩემი დაგროვებული ცოდნა. ჯგუფების დაკომპლექტებისთვის შერჩევით პროცესს მალე დავაანონსებ ჩემი სოციალური არხების მეშვეობით. ერთი სული მაქვს როდის შევხვდებით და იდეების ბუღს დავაყენებთ!"
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები