Apple ავტომობილების წარმოებაზე უარს ამბობს და რობოტებზე მუშაობას იწყებს
ავტომობილების წარმოებაზე უარის თქმის შემდეგ Apple რობოტებზე მუშაობას იწყებს.
ავტომობილების წარმოების მცდელობის შემდეგ, Apple გენერაციულ AI-ზე გადაერთო. კომპანია საქმეს სერიოზულად უდგება და ხელოვნური ინტელექტის განვითარების პარალელურად ახალ რობოტებს შემოგვთავაზებს. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიაში უკვე შექმნეს სახლის რობოტი, რომელიც ადამიანს "მუდმივად უკან დაჰყვება". თუ რატომ აქვს რობოტს ასეთი ფუნქცია, ამაზე ზუსტი პასუხი ჯერ არ ვიცით.
Bloomberg-ის თანახმად, ელექტრონულ მანქანებზე მუშაობის შეწყვეტამ Apple-ის 2 000 თანამშრომელზე იქონია გავლენა.
გენერალურმა დირექტორმა ჯეფ უილიამსმა და პროექტის ვიცე-პრეზიდენტმა კევინ ლინჩმა თანამშრომლებს აცნობეს, რომ ისინი ახლა ხელოვნური ინტელექტის განყოფილებაში გადაინაცვლებდნენ.
თუმცა, შეიძლება ეს ყველას არ შეეხოს და ინჟინრების გარკვეული ნაწილი უმუშევარიც დარჩეს.
მიუხედავად ამისა, ინვესტორები კომპანიის პრიორიტეტების ცვლილებას ოპტიმისტურად შეხვდნენ, რაც აქციებზეც დადებითად აისახა.
შეგახსენებთ, რომ Apple-ს ელექტრონული ავტომობილების წარმოების დაწყება სურდა. ამ მხრივ ის Tesla-ს პოტენციურ კონკურენტადაც მოიაზრებოდა, მაგრამ კომპანიამ უკან დაიხია.
ამ ყველაფრის ფონზე, როგორც ჩანს, ახლა კომპანია რობოტებზე და ხელოვნურ ინტელექტზე გადაერთვება.
ექსპერტების დიდმა ნაწილმა პრიორიტეტების ასეთი ცვლილება დადებითად შეაფასა და ბევრმა აღნიშნა, რომ Apple-ს ამ მხრივ ბევრად უფრო დიდი პოტენციალი აქვს, ვიდრე ეს ელექტრონული ავტომობილების წარმოებაა.
კომენტარები