ღლონტების მეფუტკრეობა — ქალი მეწარმის წარმატება გურიიდან ევროპის ბაზრამდე
ფოტო: საქართველოს ბანკი
ღლონტების მეფუტკრეობა საოჯახო ბიზნესია, რომელიც ნინო ღლონტის მამამ, თამაზ ღლონტმა, 30 წლის წინ გურიაში წამოიწყო. წლების შემდეგ კი ოჯახურ ბიზნეს სათავეში მამასთან ერთად, ნინო და მისი ძმა ჩაუდგენენ და წარმატებულად აგრძელებენ საქმიანობას. ნინო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული — მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ერთ-ერთი მონაწილეა, სადაც ბიზნესის გაძლიერებისა და განვითარებისთვის საჭირო კურსები გაიარა.
"ფუტკრის მოშენება და თაფლის წარმოება მამამ 30 წლის წინ დაიწყო და ახლა მასთან ერთად, ამ საქმიანობით მე და ჩემი ძმა აქტიურად ვართ დაკავებულები. მაშინ, როცა მეფუტკრეობაზე, როგორც ბიზნესზე, დავიწყეთ ფიქრი, არ არსებობდა ბრენდი და ძალიან გრძელი გზა გამოვიარეთ, სანამ საბოლოოდ შევქმნიდით ღლონტების მეფუტკრეობას. დღეს ჩვენი კომპანია ფუტკრის მრავალფეროვან პროდუქტებს აწარმოებს და მის რეალიზებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ვახდენთ. ბოლო წლებში კი აქტიურად დავიწყეთ მეფუტკრეებისთვის საჭირო მომსახურებისა და კონსულტაციების გაწევა", — ამბობს ნინო.
წლების განმავლობაში ნინოს არაერთი გამოწვევის გადალახვა მოუწია. "ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა და ამასთანავე მიღწევაც, რაც მახსენდება, ევროპის ბაზარზე ქართული თაფლისთვის გზის გახსნაა, რადგან 2019 წელს სწორედ ჩვენი კომპანიის თაფლი გავიდა ექსპორტზე ევროპის ქვეყნებში. ჩვენი გამოცდილება და გავლილი გზა კი ბევრი კომპანიისთვის მაგალითი გახდა, მათთვის ბევრად გამარტივდა იმ ეტაპების გავლა, რაც მათ ევროპის ბაზრამდე სჭირდებოდათ", — აღნიშნავს ის.
სამწუხაროა, თუმცა, ქალისა და კაცის საქმიანობებს შორის ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპული დამოკიდებულება, რაც ნინოსთვისაც ერთგვარი გამოწვევა აღმოჩნდა ბიზნეს წარმოების პროცესში. "ჩემთვის, როგორც ქალი მეწარმისთვის ერთ-ერთი გამოწვევა არის ის, რომ მეფუტკრეობა ძირითადად მამაკაცის საქმიანობასთან ასოცირდება და მასში ქალის ჩართულობა სერიოზულად არ აღიქმება."
მისთვის ქალების მხარდაჭერა და მათი გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, სწორედ ამიტომ, ის საკუთარ კომპანიაში არაერთ ქალს ასაქმებს. "ჩვენს კომპანიაში ქალების ეკონომიკური გაძლიერება, მათი დამოუკიდებლობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა, ამას მოწმობს ისიც, რომ აქტიურად ვცდილობთ ქალების დასაქმებას", — ამბობს ნინო.
თვითგანვითარება და ახლის შესწავლა ნინოს ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და ბუნებრივი მდგომარეობაა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მეწარმე ქალთა პროგრამაში მონაწილეობის მიღება. "საკუთარი განვითარებისთვის და პროფესიულად საუკეთესო მე-ს შექმნისთვის მუდმივად ვეძებ სიახლეებს, მუდმივად მსურს გავიგო და ვისწავლო რაღაც ახალი, რაც მომავალში მომცემს შესაძლებლობას, კარიერულად განვითარდე და განვავითარო ბიზნესი. როდესაც სოციალურ ქსელში პროგრამის შესახებ შევიტყვე და გავეცანი პროგრამის მიზნებსა და შინაარსს, სწორედ ეს გახდა მოტივაცია მასში მონაწილეობის მისაღებად. ჩემთვის, ეს იყო შესაძლებლობების ფანჯარა, რათა მიმეღო ცოდნა და ჩემი საქმიანობის წარმატებისთვის კიდევ ერთი ნაბიჯი გადამედგა წინ."
როგორც თავად ამბობს, პროგრამის მეშვეობით, თეორიულ ცოდნასთან და სხვადასხვა ბიზნეს თუ პიროვნული უნარების განვითარებასთან ერთად, დიდი მოტივაცია შეიძინა.
"მეწარმე ქალთა გადამზადების პროგრამა ერთ-ერთი საუკეთესოა, რომელშიც მონაწილეობა მიმიღია. გარდა იმისა, რომ დიდი ცოდნა შევიძინე, თუ როგორ უნდა გავხადო ჩემი საქმიანობა უფრო მეტად წარმატებული და რა არის ის მნიშვნელოვანი საკითხები რაზეც უნდა გავამახვილო ყურადღება, შევხვდი ძალიან საინტერესო მეწარმე ქალებს, რომლებიც ჩემთვის მოტივატორები გახდნენ, რათა კიდევ უფრო მეტი გავაკეთო ჩემი საქმიანობის წარმატებისთვის და დასახული მიზნებისთვის. ვფიქრობ, ეს პროგრამა ქალი მეწარმეებისთვის არის დიდი ბიძგი, რათა არ გავჩერდეთ და უფრო მეტი გავაკეთოთ ჩვენი წარმატებისთვის", — ამბობს ის.
ნინომ ღლონტების მეფუტკრეობის სამომავლო მიზნებიც გაგვიზიარა და გვითხრა, რომ წინ მასშტაბური გეგმები აქვთ. "სამომავლოდ ჩვენი კომპანიის მიზანია გურიის რეგიონში შექმნას მეფუტკრეობის სოფელი, სადაც მეფუტკრესა თუ უბრალოდ ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანს, შესაძლებლობა ექნება ჩამოვიდეს და გაეცნოს მეფუტკრეობას. მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღების გარდა, ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე დააგემოვნონ მრავალფეროვანი პროდუქტები (თაფლი, ფიჭა). მას შემდეგ, რაც საქართველო თაფლის სამშობლოდაც აღიარეს, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქართული მეფუტკრეობით დაინტერესება ძალიან გაიზარდა. ვფიქრობ, მსგავსი სოფლის შექმნა არა მხოლოდ ქართველი მეფუტკრეებისთვის იქნება სასარგებლო და ინფორმატიული, არამედ უცხოელ მეფუტკრეებსაც დააინტერესებს, რაც არამარტო ჩვენი ბიზნესის განვითარებას, არამედ ქართული ფუტკრისა და მისი პროდუქტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს."
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს ბანკი ბიზნესის, შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით რომელიც და ინოვატორ და მიზანდასახულ, იდეებით სავსე ქალ ლიდერებს 360°-იან მხარდაჭერას — იდეიდან ბიზნესის წარმატებამდესთავაზობს. პროგრამა 4 ღირებულებაზეა დაფუძნებული, ესენია: ცოდნა, მხარდაჭერა, გამოცდილება, თანამშრომლობა.
-
ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი
გადახედვა
-
მდინარაძის წერილი და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში? მდინარაძის წერილი და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
გადახედვა
-
მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა
გადახედვა
-
მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ? მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ?
-
ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს
გადახედვა
-
ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია
-
"მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა "მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა
გადახედვა
-
სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
-
12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას 12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას
-
"ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე "ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე
გადახედვა
-
15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი
-
პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე კიდევ ორ პირს წაუყენა ბრალი პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე კიდევ ორ პირს წაუყენა ბრალი
გადახედვა
-
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის
-
ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა
-
შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს
გადახედვა
კომენტარები