ბიტკოინის ღირებულებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ბიტკოინის ღირებულებამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ახლა ერთი ბიტკოინის ფასი 72 000 დოლარია.
ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ღირებულება წლის დასაწყისიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა და ის ამ ტენდენციას მიჰყვება.
ეს აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების კომისიის მიერ ბიტკოინის საფონდო ინდექსით ვაჭრობის დაშვების შემდეგ ხდება. შედეგად, ბიტკოინის ღირებულება თანდათან გაიზარდა.
როგორც Business Insider იუწყება, ბიტკოინის ფასის ზრდა ახლო მომავალშიც მოსალოდნელია. შესაბამისად, უახლოეს დღეებში რეკორდის გაუმჯობესებას უნდა ველოდოთ
თუმცა, წარსული გამოცდილებებიდან გამომდინარე, ზუსტად რამის თქმა შეუძლებელია.
ცნობილია, რომ კრიპტობირჟები 24 საათის განმავლობაში ოპერირებენ. შესაბამისად, კრიპტოვალუტების ფასები ყოველწამიერად იცვლება.
კომენტარები