შექმნეს DVD-ის ფორმის დისკი, რომელიც 1,6 პეტაბიტ მონაცემს იტევს
ეს 200 000 გიგაბაიტია.
შანხაის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მკვლევრებმა ოპტიკური შესანახი მოწყობილობა შექმნეს, რომელსაც იგივე ფორმა და ზომა აქვს, როგორიც DVD-ისა და Blu-Ray-ის დისკს. თუმცა, ახალი დისკი იმით გამოირჩევა, რომ მას 1,6 პეტაბიტი მონაცემის (200 000 გიგაბაიტი) შენახვა შეუძლია.
ეს ნიშნავს, რომ დისკზე იმდენი ფილმი დაეტევა, რამდენის ნახვასაც ერთი ადამიანი ცხოვრების განმავლობაში ვერ შეძლებს. შემქმნელების თქმით, ეს მაჩვენებელი ამჟამად ხელმისაწვდომ ყველაზე მაღალი ტევადობის მყარ დისკს 24-ჯერ აღემეტება.
გამოგონებას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამცირებს მონაცემთა ცენტრების ზომა, რომლებიც დიდწილად კვლავ მყარ დისკებს ეყრდნობა.
რაც მთავარია, დისკის წარმოებას განსაკუთრებული პროცესები არ სჭირდება და მისი შექმნა მხოლოდ 6 წუთს საჭიროებს.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ მონაცემების ერთ ფენაში შანახვის ნაცვლად, მკვლევრებმა მონაცემების დაშიფვრა 100 ფენაში შეძლეს. როგორც ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ ნაშრომშია აღწერილი, მონაცემები ჩაწერეს ისეთ ფენებზე, რომელთა დიამეტრი 54 ნანომეტრია.
ინფორმაციის ჩასაწერად და წასაკითხად მკვლევრები ნანომეტრის მასშტაბის ლაზერებს იყენებდნენ. ამით მოხერხდა ის, რომ მონაცემები გაცილებით ნაკლებ ადგილს იკავებს.
შემქმნელების თქმით, სინათლისადმი მგრძნობიარე მასალა, რომელიც ამ ყველაფრის საშუალებას იძლევა, ათი წლის შრომის შედეგია.
ეს ოპტიკური დისკები შეიძლება კომერციული მასშტაბით დამზადდეს და ამას ნამდვილად ბევრი რამის შეცვლა შეუძლია.
კომენტარები