DRI: გაფორმდა შეთანხმება — საჭიროების შემთხვევაში, აფხაზეთში შევა რუსული ელიტური სპეცრაზმის 500-კაციანი ჯგუფი
ფოტო: TASS
მოკლედ: დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) მიიჩნევს, რომ რუსეთი აფხაზეთის ანექსიისთვის მის სრულ იზოლაციას გეგმავს.
მათი განცხადებით, ამჟამად, აფხაზეთთან მიმართებაში, რუსულ დღის წესრიგში ორი მნიშვნელოვანი საკითხი დგას:
- სამოქალაქო სექტორის განადგურება;
- პოლიციური კონტროლის დამყარება აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე, რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის უშუალო ჩართულობით.
კანონი უცხოური აგენტების შესახებ
2024 წლის 7 თებერვალს, ასლან ბჟანიამ პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი "უცხოური აგენტის ფუნქციის შემსრულებელ არაკომერციულ ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებზე“.
- ამ დრომდე კანონპროექტი საზოგადოებრივი ზეწოლის ძალისხმევით, დე ფაქტო იუსტიციის სამინისტროში იყო გაჩერებული.
დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, სოხუმში უკვე ღიად საუბრობენ, რომ კანონის უკან, რეალურად, რუსეთი დგას და მისი მიზანია, აფხაზეთში სრულიად შეწყდეს საზოგადოებრივი სექტორის დაფინანსება და გაეროს სააგენტოების საქმიანობა.
ასლან ბჟანია
ამ თემაზე: აფხაზეთი "უცხო ქვეყნის აგენტების" შესახებ კანონის მიღებას გეგმავს — რა რეაქციებია
რა საფრთხეებია: "უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს იურიდიულ და ფიზიკურ პირების ე.წ. შავი სიის შექმნას.
- პროექტის თანახმად, ფიზიკურ პირთა რეესტრში ნებისმიერი ადამიანის მოაზრება შეიძლება — "არასანდოთა სიაში“ შეიძლება მოხვდეს ბიზნესმენი, რომელიც ეწინააღმდეგება გარკვეული ინდუსტრიების მონოპოლიზაციას; ჟურნალისტი, ან, უბრალოდ, აქტიური ადამიანი.
- სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აფხაზეთში შესაძლოა გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილმა, უკიდურესად გაზრდილი წნეხის და შეტევის გამო, საქმიანობა, ფაქტობრივად, გააჩერა.
საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე ზეწოლის გააქტიურების პარალელურად, 2024 წლის 1 მარტიდან "ორმაგი მოქალაქეობის“ მქონე პირები ფსოუზე საზღვრის გადაკვეთას მხოლოდ რუსული პასპორტით შეძლებენ, რაც გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს აფხაზებს.
- DRI აღნიშნავს, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს არ შეუძლია წავიდეს ევროპაში, ან გადმოვიდეს თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე. რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, რომ აფხაზი მოსახლეობა მხოლოდ რუსეთში გამგზავრების შესაძლებლობის წინაშე დაეყენებინა, ახლა კი, რუსული პასპორტის მიღების გარეშე რუსეთში შესვლის უფლებას ართმევს.
რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდია აფხაზეთის ტერიტორიაზე
პარალელურად, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რუსულ "ეფესბეს“ ხელმძღვანელობას შორის უკვე გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, აფხაზეთში "დასახმარებლად“ შევა რუსული ელიტური სპეცრაზმის 500-კაციანი ჯგუფი;
- ამის გარდა, რუსეთი დამატებითი სამხედრო ძალების შემოყვანაზეც ფიქრობს, იმ შემთხვევისთვის, თუ აფხაზეთში სამოქალაქო პროტესტი და არეულობა დაიწყება.
- საზოგადოებაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რუსეთის როსგვარდიას შორის მომზადებული სპეციალური შეთანხმების შესახებ, რომლის მიხედვითაც, აფხაზური მხარის მოთხოვნის საფუძველზე, აფხაზეთში როსგვარდიის სპეცდანიშნულების ნაწილები შევა, რომლებიც აფხაზ კოლეგებს "წესრიგის“ დაცვაში დაეხმარებიან.
შეთანხმების მიხედვით, რუსული მხარე აფხაზებს დაეხმარება შემდეგი მიმართულებით:
- საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა
- ტერორიზმსა და ექსტრემიზმთან ბრძოლა
- ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების დაცვა.
DRI წერს, რომ პარალელურად, რამდენიმე კვირაა, რუსი მესაზღვრეების მხრიდან, მასობრივი ხასიათი მიიღო საზღვარზე და გამყოფ ხაზთან ახალგაზრდების, სამოქალაქო სექტორში დასაქმებული ადამიანების და ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსების "გამოკითხვამ“, როგორც ენგურის, ასევე, ფსოუს მხარეს.
"გამოკითხვა“ ნახევარი საათიდან ერთ საათამდე გრძელდება. შეკითხვები ძირითადად შეეხება განათლებას და საქმიანობის სფეროებს.
ნაბიჯები, რომლებიც, DRI-ს თქმით, აფხაზეთში სრული რუსული კონტროლის დამყარებას ემსახურება
1. 2020 წელი — რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის გაფორმდა "საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების ღონისძიებების გეგმა“, რაც აფხაზური და რუსული კანონმდებლობის "ჰარმონიზაციას“ ისახავდა მიზნად;
2. 2022 წელი — დე ფაქტო იუსტიციის სამინისტროში გააქტიურდა მუშაობა ე.წ. "უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტზე;
3. 2023 წელი — შემუშავდა კანონპროექტი აპარტ ოტელების შესახებ, რომელიც ამ ეტაპზე პროტესტის ფონზე შეჩერებულია;
4. 2023 წელი — გაფორმდა სოხუმის აეროპორტის რუსი ინვესტორებისთვის გადაცემის კაბალური ხელშეკრულება;
5. 2022-23 წლები — ბიჭვინთის ტერიტორია რუსეთს გადაეცა პუტინის რეზიდენციის მშენებლობის მიზნით;
6. 2023 წელს აფხაზეთში გამწვავდა ენერგოკრიზისი, სავარაუდოდ, მოსახლეობაზე წნეხის გაზრდის მიზნით;
7. 2023 წელი — აფხაზეთში ნავთობის მიწოდების კრიზისი შეიქმნა, სავარაუდოდ, ასევე, მოსახლეობაზე ზეწოლის მიზნით;
8. 2023 წელი — ოჩამჩირეში იწყება რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის განთავსებისთვის მზადება;
9. 2024 წელი — რუსულ გვარდიას ეძლევა სრული უფლებამოსილება, გააკონტროლოს აფხაზეთი და დაიცვას სამოქალაქო წესრიგი;
10. 2024 წელი — ფსოუზე და ენგურზე ინტენსიურ ხასიათს იღებს აფხაზეთში მცხოვრები ნებისმიერი აქტიური პირის დაყოვნება "გამოკითხვის“ მიზნით.
11. 2024 წლის 1 მარტიდან რუსეთში შესვლა აფხაზებს მხოლოდ რუსული პასპორტით შეეძლებათ;
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დასკვნით, რუსეთი აფხაზეთის ანექსიას იურიდიულად აფორმებს.
- "იცის რა, რომ ამ ეტაპზე რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში, მოსახლეობა რუსეთთან მიერთებას მხარს არ დაუჭერს, მოსახლეობაში ადამიანის უფლებების დაცვის, სოციალურ-ეკონომიკური სფეროების განვითარების სადარაჯოზე მყოფ სამოქალაქო ორგანიზაციების და ადამიანების მარგინალიზაციას ეწევა; "უცხოეთის აგენტების შესახებ“ რუსული კანონპროექტი მიზნად ისახავს აგენტებად გამოაცხადოს ყველა, ვინც აფხაზეთში ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობაზე და დახმარებაზე ზრუნავს", — წერს DRI.
რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, შემაშფოთებელია საქართველოს ხელისუფლების სრული უმოქმედობა და მოუწოდებს საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, უახლოეს პერიოდში:
- საერთაშორისო აქტორებთან ერთად დაგეგმოს რეალური და საკითხზე ორიენტირებული ქმედებები, რათა არ დაუშვას აფხაზეთის ანექსია რუსეთის მხრიდან;
- საქართველოს მთელს ტერიტორიაზე რუსული გავლენების შემცირების/შეკავების მიზნით შემუშავდეს სახელმწიფო სტრატეგია და მისი აღსრულების მექანიზმები;
- აფხაზეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში დაიწყოს მუშაობა ეროვნული უსაფრთხოების ახალი პოლიტიკის დოკუმენტზე და აფხაზეთის დეიზოლაციის ხელშეწყობისთვის;
- ახალი გამოწვევების გათვალისწინებით მოხდეს სახელმწიფო ხედვის ადაპტირება, განსაკუთრებით გადაადგილების თავისუფლების მიმართულებით, მათ შორის ერთ-ერთ შესაძლებლობად განხილულ იქნას დროებითი
- ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით, სადაც არ იქნება აღნიშნული სახელმწიფო სიმბოლიკა და პირის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ საერთაშორისო ენაზე იქნება დატანილი;
- საქართველოს პარლამენტმა განიხილოს აფხაზეთში მიმდინარე პროცესები და კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს შესაბამისი დოკუმენტები;
საერთაშორისო ორგანიზაციებმა კი, DRI-ს აზრით, აფხაზეთში ვითარების გაუარესების პრევენციისთვის უნდა იმოქმედონ პროაქტიულად, გააგრძელონ აფხაზეთის მოსახლეობის მხარდაჭერის პროგრამები და ევროკავშირთან დაახლოების პროცესი გააძლიერონ.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები