საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ამერიქან მონოლითი ტერმინალს აფართოებს
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, კომპანია ამერიქან მონოლითი ფოთში სამაცივრე საწყობს და საკონტეინერო ტერმინალს აფართოებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია და ის სრულად საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციაა, რომელიც EBRD-ის, DCFTA პროგრამის ფარგლებში გაიცა.
ამჟამად, კომპანიის ტერიტორიის მთლიანი ფართობი 22,533 კვ.მ-ს შეადგენს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში კი იგეგმება დამატებით 9,745 კვ.მ მიწის ნაკვეთის შესყიდვა და არსებულ ტერიტორიასთან გაერთიანება, სადაც იგეგმება როგორც მაცივარ - საწყობების მოწყობა, ასევე, საკონტეინერო ტერმინალის გაფართოება და რკინიგზის ხაზის 70 მეტრით დაგრძელება, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს გაზრდილ ტვირთნაკადს ბევრად მოქნილად მოემსახუროს, ხოლო, პარტნიორ კომპანიებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს პროცესებს და საშუალებას მისცემს მაქსიმალურად აითვისონ და დააკმაყოფილონ ბაზარზე არსებული მოთხოვნა.
ამერიქან მონოლითი 2010 წელს დაარსდა და მას ევრაზიული კავშირის საბაჟო ლიცენზია გააჩნია, რომელიც ექსკლუზიურ უფლებას აძლევს კომპანიას, მიიღოს და გადაამუშაოს ევრაზიული კავშირის ქვეყნებისთვის (ყაზახეთი,ყირგიზეთი,ტაჯიკეთი) განკუთვნილი ტვირთები. მას ასევე აქვს სარკინიგზო ჩიხი, საიდანაც ხორციელდება პროდუქტების რკინიგზის ვაგონებში (კონტეინერებში) ჩატვირთვა და დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება. ბოლო პერიოდში, ტვირთბრუნვის მზარდმა დინამიკამ და შესანახ ინფრასტრუქტურაზე გაზრდილმა მოთხოვნამ, დღის წესრიგში დააყენა გაფართოების საკითხი. ჩვენ კი მივმართეთ ჩვენს პარტნიორს — საქართველოს ბანკს, რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც შესაძლებელი გახდა აღნიშნული პროექტის განხორციელება. ახალი, დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი კომპანიის მუშაობის ეფექტიანობას, თანამედროვე სტანდარტების დანერგვას, ხარისხს, დამატებით ხალხის დასაქმებას, ასევე, ხელს შეუწყობს სატრანზიტო პოტენციალის ზრდასა და გაუმჯობესებას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პროექტის ფარგლებში ვგეგმავთ თანამედროვე დანადგარების, (რომლებიც გათვლილია ახალი, ბევრად უვნებელი-R 407 A ტიპის გამაციებელ ფრეონზე) სენდვიჩ-პანელების და მზის პანელების დამონტაჟებას, რითიც საჭირო ელექტრო მოხმარების დაახლოებით 15-20%-ის დაზოგვას შევძლებთ“, — განაცხადა ამერიქან მონოლითის დირექტორმა, მიხეილ სულაძემ.
"საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესების განვითარებას აქტიურ რეჟიმში უჭერს მხარს, რადგან მიგვაჩნია, რომ რეგიონების ეკონომიკური გაძლიერება ქვეყნის განვითარების საწინდარია. ფოთში, ამერიქან მონოლითის უკვე არსებული ტერმინალის გაფართოება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კომპანიას შესაძლებლობას აძლევს სამომავლოდ გაცილებით მეტ ტვირთნაკადს მოემსახუროს და მაქსიმალურად დააკმაყოფილოს ბაზარზე დღეს არსებული ჭარბი მოთხოვნა. საქართველო ევროპასა და აზიას შორის ერთგვარ სატრანსპორტო დერეფანს წარმოადგენს და სწორედ სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია, რათა ჯეროვნად იქნეს ათვისებული არსებული სატრანზიტო პოტენციალი. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერასა და გაძლიერებას." — განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ირაკლი კიკალიშვილმა.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები