გაიცანით თიბისის ბიზნეს დაჯილდოების ფინალისტები ნომინაციაში გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
ფოტო: თიბისი
თიბისის პროექტ ბიზნეს დაჯილდოებას უკვე ჰყავს ფინალისტები, რომლებიც ჟიურიმ 400-ზე მეტ კანდიდატს შორის შეარჩია. ნომინაციაში გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის ფინალისტები არიან პეტიტ ბაზარი, ბაბალე და ტენე.
კომპანია პეტიტ ბაზარი, რომელიც 2022 წლის 1 ივნისს გაიხსნა, არის ინოვაციური კონცეფციის ადგილი ბავშვებისა და მშობლებისთვის, სადაც გაერთიანებულია საბავშვო მაღაზია და შემოქმედებით-შემეცნებითი სივრცე ეზოთი, მთავარი აქცენტით ადგილობრივ, ეკო-მეგობრულ წარმოებასა და ინკლუზიურ გარემოზე. დღეს მაღაზიაში იყიდება ადგილობრივი მეწარმეების ნარჩევი საბავშვო პროდუქცია ავეჯით, დეკორით და სათამაშოებით დაწყებული, აქსესუარებითა და წიგნებით დამთავრებული.
პეტიტ ბაზარს აქვს შემოქმედებითი და შემეცნებითი წრეები, სადაც გაკვეთილებს იგივე მეწარმეები ატარებენ, წრეები ბავშვების თავისუფალი წარმოსახვის უნარის განვითარებას, სხვადასხვა ხელობების სწავლებას, ბუნებისა და ეკოლოგიის მიმართ მგრძნობელობის გაზრდას ემსახურება.
"სულ წელიწადნახევრის წინ გაიხსნა პეტიტ ბაზარი და ძალიან გვიხარია რომ უკვე შეგვამჩნია თიბისიმ. პირველ რიგში იმიტომ ვმონაწილეობთ ბიზნეს დაჯილდოებაში, რომ ჩვენი კომპანიის ხილვადობა გავზარდოთ.
ჩვენი დევიზია მეტი ვიდრე მაღაზია, დაარსების დღიდან ვცდილობთ ეს დევიზი ჩვენი საქმიანობის ქვაკუთხედად ვაქციოთ. კომპანია ცდილობს იყოს მეტი ვიდრე მაღაზია სოციალური განზომილებით, მეტი ვიდრე მაღაზია გარემოს დაცვითი ინიციატივებით, მეტი ვიდრე მაღაზია ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობით, ქალთა გაძლიერებით," — ქეთი მესხი პეტიტ ბაზარის დამფუძნებელი.
პეტიტ ბაზარი უკვე აერთიანებს 150-ზე მეტ ადგილობრივ მეწარმეს, რომელთა 80 პროცენტს ქალები წარმოადგენენ და რომელთათვისაც კომპანია დამატებით შემოსავალს ქმნის.
მეორე ფინალისტი კომპანია სოციალური საწარმო ბაბალეა, რომელიც სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების მშობლებმა 9 წლის წინ სწორედ სოციალური პასუხისმგებლობის მიზნებისთვის დაარსეს. კომპანია ბაბალე დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდების დასაქმების და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით დაფუძნდა. წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ დასაქმებამდე ახალგაზრდებს ესაჭიროებათ ხანგრძლივი და რუტინული მხარდაჭერა უნარების განვითარებაში, რათა მომავალში შეძლონ სრულფასოვანი დასაქმება.
"გარდა იმისა რომ ბიზნესის მიმართულებას ვავითარებთ და ადამიანების დასაქმებას ვუწყობთ ხელს, ამ საქმიანობამ დაგვანახა, რომ ადვილი არ არის ისეთი ადამიანების დასაქმება, ვისაც ინტელექტუალურად შეზღუდული შესაძლებლობები აქვს, ამიტომ შევქმენით პროგრამა, რომელიც იწყება 12 წლიდან. ვიწყებთ პირველი საფეხურიდან, რომლის დროსაც მნიშვნელოვანია ბავშვმა გამოიმუშაოს ნატიფი მოტორიკა, რაც შემდეგ საქმიანობაში გამოადგება. ვეხმარებით პროფესიული ორიენტაციაშიც და ამ საფეხურზე ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საწარმოებთან. ჩვენი მიზანი არ არის, რომ ისინი მარტო ბაბალეში დავასაქმოთ, ჩვენ მათ არჩევანის გაკეთებაში და უნარების გამომუშავებაში ვეხმარებით.
დაუნის სინდრომის მქონე ნებისმიერ ბავშვს შეუძლია ჩაერთოს ჩვენს პროგრამაში, თუმცა რაოდენობა შეზღუდული გვაქვს, რადგან ბაბალე თავისი შემოსავლებიდან აფინანსებს ამ ბავშვების განათლებასა და განვითარების ხელშეწყობას," — ლია ტაბატაძე ბაბალეს დამფუძნებელი.
ამ ეტაპზე ბაბალეში სრულფასოვნად დასაქმებულია 4 დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდა, ხოლო 16 მოზარდი გადის წინა პროფესიულ მომზადებას.
მესამე ფინალისტი კომპანია ტენეც გამორჩეულია თავისი სოციალური პასუხისმგებლობით.
კომპანიამ, რომლის მიზანსაც გარემოზე ზრუნვა წარმოადგენს, უარი თქვა პირველადი პლასტმასის მასიურ გამოყენებაზე და მის ნაცვლად წარმოების პროცესში დანერგა მეორადი ბოთლის თავსახურების გამოყენება. მოსახლეობაში ნარჩენების შეგროვება-დანაწევრების კულტურის გასავითარებლად წამოიწყო აქციები, რომლის ფარგლებშიც ყველა, ვინც 50 ბოთლის თავსახურს შეაგროვებდა, სანაცვლოდ მიიღებდა 1 USB სადენს.
ელექტრონული ნარჩენის მზარდი პრობლემის მიმართ ცნობიერების ასამაღლებლად და მის შესამცირებლად ტენემ მეორე აქციაც წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც ადამიანები აბარებენ დაზიანებულ USB სადენს და სანაცვლოდ ახალს იღებენ. დაზიანებულს კი კომპანია მეორე სიცოცხლეს ჩუქნის, შეაკეთებს და მიმოქცევაში აბრუნებს, როგორც მეორადი მოხმარების ნივთს.
პლასტმასით დაბინძურების შესამცირებლად ბოთლის თავსახურებთან ერთად ტენემ დაიწყო ბოთლის ტარის ჩაბარებაც, რომელსაც მართალია წარმოებაში თავად არ იყენებს, ამიტომ გადაეცემა სხვა გადამამუშავებელ კომპანიებს, ასევე ბოთლების ჩაბარების გასამარტივებლად შეიქმნა ბოთლიყლაპია აპარატი და მისი აღრიცხვის ელექტრონული სისტემის ქართული ვარიანტი.
ტენემ ხმარებიდან ამოიღო კაბელის ლამინირებული შეფუთვა, რისი გადამუშავებაც შეუძლებელია საქართველოში და მის ნაცვლად შემოიღო მეორადი მუყაოსგან დამზადებული კრაფტ შეფუთვები.
"თიბისის ბიზნეს დაჯილდოებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ბიზნესისთვის, რომც ვერ გავიმარჯვოთ, ეს უკვე დიდი აღიარებაა. თიბისი ძალიან დაგვეხმარება ცნობადობის ამაღლებაში და ინფორმაციის გავრცელებაში. ჩვენს სფეროში კონკურენცია დიდია, მართალია არ გვყავს პირდაპირი კონკურენტები ანუ საქართველოში, ტენეს გარდა, USB კაბელებს, არავინ აწარმოებს, მაგრამ არსებობს ბევრი კომპანია, რომელსაც შემოაქვს მზა კაბელები უცხოეთიდან. ჩვენი საკუთარი სადისტრიბუციო ქსელის შექმნით მოვახერხეთ და 3500 მაღაზიაში შევიტანეთ ჩვენი პროდუქცია, მიუხედავად ამისა, არიან მომხმარებლები რომლებიც არჩევანს ქართული წარმოების პროდუქტზე არ აკეთებენ, გარკვეული სტიგმა არსებობს, რომლის მიხედვითაც საქართველოში წარმოებული პროდუქცია ხარისხით ჩამოუვარდება შემოტანილს. ეს სტიგმა აფერხებს ჩვენი ბიზნესის განვითარებას, იმედი გვაქვს, თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაში მონაწილეობა დაგვეხმარება ამ სტიგმის დაძლევაში," — სანდრო ლილუაშვილი ტენეს დამფუძნებელი.
გარემოში სასათბურე აირების გამოფრქვევის შესამცირებლად ტენეს წარმოება სრულად განახლებად ენერგიაზე — მზის პანელებზე გადავიდა.
საწარმო კი წეროვანის დევნილთა დასახლებაში გადაიტანეს, სადაც პირველ რიგში 2008 წლის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირებს ასაქმებენ.
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები