გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა პატიმრობიდან გათავისუფლდნენ
ფოტო: ფორმულა
მოკლედ: 23 იანვარს, კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლების პროცესისას დაკავებული გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა პატიმრობიდან გათავისუფლდნენ.
დეტალები: მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას გირაოს სახით 3000-3000 ლარის გადახდა დააკისრა.
- საქმეზე გამოძიება გრძელდება და მათ კვლავ ემუქრებათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა.
ხასაია-ჩიქობავას საქმის ქრონოლოგია
რატომ დააკავეს ჩიქობავა და ხასაია: მათ თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის მხარდამჭერი აქციისას, აღსრულების პოლიციის მანქანის დაზიანებაში ედებათ ბრალი.
- შემთხვევა 2024 წლის 23 იანვარს მოხდა.
- 25 იანვარს კაკო ჩიქობავას და გიორგი ხასაიას, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ — მოსამართლე დავით კურტანიძემ, პატიმრობასთან დაკავშირებით, პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა, დაცვის მხარე კი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდა.
- 2024 წლის 30 იანვარს საქმის პროკურორმა, როინ ხინთიბაძემ, ტელეარხ რუსთავი 2-თან ინტერვიუში თქვა, რომ "იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ და ზიანს აანაზღაურებენ, ბრალდების მხარე მზად არის, პატიმრობა შეიცვალოს უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით".
- კაკო ჩიქობავა და გიორგი ხასაია მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებენ ბრალდებას — აღიარებენ ნივთის დაზიანების ფაქტს, თუმცა, არ ეთანხმებიან ბრალდების იმ ნაწილს, სადაც საუბარია იმაზე, რომ ამას ჯგუფური ხასიათი ჰქონდა.
სოლიდარობის კამპანია დაკავებულთა მიმართ: დაკავებულების მიმართ სოლიდარულია აკადემიური საზოგადოება. ორივე მათგანი — ხასაიაც და ჩიქობავაც ლექტორები არიან.
- 26 იანვარს, მათი გათავისუფლების მოთხოვნით მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ თსუ-ს ადმინისტრაცია დაიკავა.
- 30 იანვარს, ილიას უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო დობორჯგინიძემ საჯარო წერილით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომელშიც ნათქვამია, რომ დაკავებულ ლექტორებს აკადემიური საზოგადოება ახასიათებს, როგორც მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე ახალგაზრდებს.
- ილიას უნივერსიტეტის რექტორის განცხადებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ჯაბა სამუშიას განცხადება მოჰყვა: "აკაკი ჩიქობავა არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. მიგვაჩნია, რომ მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების ფორმა არის მკაცრი და ვთხოვთ სასამართლოს აღნიშნული აღკვეთის ღონისძიება შეცვლილი იქნას აღკვეთის ღონისძიების უფრო მსუბუქი ფორმით", — წერია განცხადებაში.
- მანამდე, 27 იანვარს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, თავდებში ჩაუდგნენ აკაკი ჩიქობავას, როგორც თსუ-ს მოწვეულ პროფესორს.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები