რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით ხელისუფლების გეგმა კრიზისს ქმნის — რა გავარკვიეთ მედპერსონალისგან
ფოტო: გივი პისარევი და მალხაზ გოგუა, კლინიკის ქირურგები. კოლაჟი რესპუბლიკური საავადმყოფოს ფოტოების მიხედვით.
რა ხდება: დღეს, 28 იანვარს, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალმა შენობის წინ ცოცხალი ჯაჭვის ფორმით გამოხატა პროტესტი.
მედპერსონალის პროტესტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში
ფოტო: ინტერპრესნიუსი, ipn.ge
- ისინი წინააღმდეგობას უწევენ სამთავრობო გეგმას, რაც გულისხმობს, შეწყვიტოს თანამშრომლობა საავადმყოფოს პერსონალთან;
- ჯანდაცვის სამინისტროს მიხედვით, ეს განპირობებულია შენობის დანგრევითა და მის ბაზაზე ახალი კლინიკის აშენების გამო.
- მთავრობა ამბობს, რომ პროექტის ბიუჯეტი, დაახლოებით, 200 მილიონი ლარი იქნება.
დეტალები: "ჩვენ არც რეაბილიტაციას ვაპროტესტებთ, არც ახალ მშენებლობას, თუმცა, ვაპროტესტებთ რესპუბლიკური საავადმყოფოს დაკეტვასა და ფუნქციონირების შეწყვეტას", — უთხრა On.ge-ს მალხაზ გოგუამ, საავადმყოფოს ქირურგმა.
მისი თქმით, მედპერსონალი მოითხოვს, გააუქმოს მთავრობამ განკარგულება რეორგანიზაციის ბრძანების თაობაზე, რაც, არსებითად, თანამშრომელთა დათხოვნასა და კლინიკის ფუნქციონირების შეჩერებას გულისხმობს.
- რეორგანიზაცია შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებულ 650-მდე თანამშრომელს, როგორც ექიმებს, ასევე, ადმინისტრაციულ ნაწილს.
- სანაცვლოდ, ჯანდაცვის სამინისტრო კომპენსაციებზე საუბრობს: შეთავაზების პაკეტის მიხედვით, ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი.
- რეორგანიზაციისთვის მიმდინარე წლის 5-დან 15 თებერვლამდე პერიოდი განისაზღვრა.
- ეს პირობა, თანამშრომელთა ნაწილისთვის, რომელიც პროტესტს ღიად გამოხატავს, მიუღებელია.
მალხაზ გოგუა, ქირურგი: "ეს შეთავაზება ჩვენთვის ამორალური და შეურაცხმყოფელია. სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ პირობებშია დათქმა, რომ დავწეროთ განცხადებები სამსახურიდან წასვლის შესახებ, და თუ ნახავენ, რომ ლოიალურები ვიქნებით, დავსაჩუქრდებით გარკვეული თანხით, წინააღმდეგ შემთხვევაში — რეორგანიზაციის მოტივით გაგვათავისუფლებენ კანონით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხით. გამოდის, რომ თუ ჩვენი ნების წინააღმდეგ წავალთ, სანაცვლოდ, ჯილდოს მივიღებთ."
- როგორც რესპუბლიკურის მედპერსონალი აცხადებს, მთავრობას რომ შესაბამისი ნება გააჩნდეს, მათთან ერთად განიხილავდა ისეთ ალტერნატიულ ვარიანტებს, რაც კლინიკის მუშაობის შეფერხების გარეშე უზრუნველყოფდა შენობის სარეაბილიტაციო პროცესს.
- მათი თქმით, მთავრობამ გადაწყვეტილება მედპერსონალთან კომუნიკაციის გარეშე მიიღო.
გივი პისარევი, ქირურგი: "შესაძლოა, ვითარებაში გაურკვეველ ადამიანს გაუჩნდეს განცდა, რატომ არიან უკმაყოფილოებიო. საქმე ის არის, რომ ეს კლინიკა ერთიანი გუნდია, ერთი კოლექტივია, რომლის დაშლაც მარგი ქმედების კოეფიციენტს, ფაქტობრივად, ანულებს. ჩვენ არ ვართ მისამართსა და შენობას გამოკიდებულები. კლინიკა ჯერ კოლექტივია და შემდეგ — შენობა."
- ასევე, პისარევი აღნიშნავს, რომ ამ მომენტშიც კი, როდესაც კლინიკის ასობით თანამშრომელი რეორგანიზაციის გზით კლინიკიდან გათავისუფლების მოლოდინშია, ისინი იღებენ და მკურნალობენ მძიმე პაციენტებს.
განიხილავს თუ არა მედპერსონალი, შეხვდეს ჯანდაცვის მინისტრს — დაინტერესდა On.ge, რადგან 26 იანვარს ზურაბ აზარაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრმა, თქვა, რომ მზად არის, შეხვედრა გამართოს რესპუბლიკურის თანამშრომლებთან და პირადად უპასუხოს მათ კითხვებს.
- "ამაზე შეგვიძლია, ვისაუბროთ მხოლოდ მას შემდეგ, თუ სამინისტრო და ხელისუფლება შეაჩერებს 5-დან 15 თებერვლამდე გამოცხადებულ რეორგანიზაციის პროცესს", — გვითხრა გივი პისარევმა, — "როცა შეხვედრაზე ვსაუბრობთ, მინიმუმ, ის უნდა ვიცოდეთ, რომ 16-ში სამსახურში მისვლას შევძლებთ. სხვა დეტალებსა და ტექნიკურ საკითხებზე შეგვიძლია, ვისაუბროთ მინისტრთან, ოღონდ არა იმ პირობებში, როდესაც ვიცით, რომ 16-ში კლინიკა იხურება. კლინიკის დახურვა კი ჩვენთვის მიუღებელია."
რაში ხედავენ გამოსავალს: რეაბილიტაციის პროცესში საავადმყოფო არ უნდა დაიხუროს და ამისთვის მთავრობა ყველა შესაძლო ვერსიას უნდა განიხილავდეს.
- მალხაზ გოგუას თქმით, არსებობს თბილისში არსებული არაერთი კლინიკის განახლების მაგალითი, როდესაც რეაბილიტაცია სამედიცინო პროცესის გაჩერების გარეშე წარიმართა და თუ ეს სხვა შემთხვევებში შესაძლებელია, გაუგებარია, რატომ არ შეიძლება იმავე მიდგომით იხელმძღვანელონ რესპუბლიკურის შემთხვევაშიც.
- მთავრობის შეუვალი პირობა, შეწყვიტოს კლინიკის ფუნქციონირება რეაბილიტაციის საბაბით, "კითხვებს აჩენს", რადგან გოგუა ამბობს, რომ "შენობა, მდგრადია და სიცრუეა საპირისპიროდ გავრცელებული ინფორმაცია".
- ქირურგი გამოსავალს ხედავს იმაშიც, რომ კლინიკის არსებულ შენობაში არ შეჩერდეს სამედიცინო სერვისების მიწოდება მოქალაქეებისთვის და ახალი მშენებლობა პარალელურად, ეზოში დაიწყოს.
- ასევე, ექიმები აღნიშნავენ, რომ მათთვის შესაძლოა, მისაღები იყოს ვარიანტი, რომ უზრუნველყოს ჯანდაცვის სამინისტრომ მედპერსონალთა სრული შემადგენლობა სხვა, ალტერნატიული შენობით, რათა რესპუბლიკურმა საავადმყოფომ პაციენტთა მომსახურების გაგრძელება შეძლოს.
რას აპირებს მედპერსონალი — ვკითხეთ მალხაზ გოგუას. ქირურგი ამბობს, რომ ისინი მომავალ კვირაშიც გააგრძელებენ პროტესტს და მომდევნო შაბათს გამართავენ აქციას მთავრობის კანცელარიის წინ.
- "იმედია, არ მოგვიწევს კარვების გაშლა", — ამბობს ის და აღნიშნავს, რომ ფიქრობენ, პროტესტთან ერთად, სამართლებრივ გზებსაც მიმართონ.
სტრიქონებს შორის: ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციაზე საუბრობს. ჯერ კიდევ 2023 წლის მარტში ითქვა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო დაინგრეოდა, მისი შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით.
- ამას, 2023 წლის მარტში, რესპუბლიკურის თანამშრომლების მოთხოვნა მოჰყვა, არ შეცვლილიყო კლინიკის ადგილმდებარეობა: "გვინდა შეგახსენოთ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო ყოველთვის იყო და არის ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების მიმღები მნიშვნელოვანი სტრატეგიული ცენტრი. ამის დასტურია 9 აპრილი, თბილისის სამოქალაქო, აფხაზეთის და აგვისტოს ომები. მარტო ის გარემოება რად ღირს, რომ კოვიდ პანდემიის დროს კლინიკამ ფორსმაჟორულ რეჟიმში გაატარა 20 000 პაციენტი", — აცხადებდნენ კლინიკაში.
- ასევე, თანამშრომლები ამბობდნენ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა შენობის ნგრევის შესახებ გადაწყვეტილება მათთვის სრულიად მოულოდნელად, ახალი მდებარეობისა და კონცეფციის გაურკვევლად დააანონსა და ეს დროში საეჭვოდ დაემთხვა მედპერსონალის დისკრედიტაციის მცდელობას.
როგორი იქნება ახალი საავადმყოფო — მთავრობის დაპირება:
- კლინიკა 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი.
- მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი.
- კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი.
- გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი.
- საავადმყოფოს ტერიტორიაზე მოეწყობა აფთიაქები, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვა.
- სამუშაოები 36-დან 48 თვემდე გაგრძელდება.
რატომ არის მნიშვნელოვანი რესპუბლიკურის შეუფერხებელი ფუნქციონირება:
- კლინიკა მუშაობს სტაციონარულ რეჟიმში, რაც ხელმისაწვდომს ხდის პაციენტებისათვის 24-საათიან სამედიცინო მომსახურებას;
- 2008 წელს გაიხსნა განყოფილება ემერჯენსი, რაც გადაუდებელი სიტუაციების მართვისას, სიკვდილიანობის რისკს მინიმუმამდე ამცირებს;
- კლინიკაში ფუნქციონირებს ამბულატორიული სამსახური, ასევე, შესაძლებელია, როგორც არსებული დაავადების მკურნალობა, ასევე პრევენციული კვლევებისა და ჯანმრთელობაზე მონიტორინგის წარმოება;
- კლინიკა პაციენტებს სთავაზობს სხვადასხვა სირთულის ოპერაციებს, "რომლებსაც აწარმოებენ ევროპასა და აშშ-ში განათლებამიღებული მაღალკვალიფიციური ქირურგები. მათი უმრავლესობა წარმოადგენს თსსუ-ს აკადემიურ პერსონალს", — აღნიშნულია საავადმყოფოს შესახებ მითითებულ ოფიციალურ ცნობაში.
ბოლო ხაზი: კლინიკა გაიხსნა და ფუნქციონირება დაიწყო 1973 წლიდან.
არქივი, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები
ფოტო: ეროვნული ფოტომემატიანე, ელეფთერ ლაფაჩი
-
უყურე Silk Go აპლიკაციით მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს ნებისმიერი მოწყობილობით! უყურე Silk Go აპლიკაციით მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს ნებისმიერი მოწყობილობით!
-
კახა კალაძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ, საარჩევნო კამპანიის პროცესში ხელის შეშლა, დანაშაულია კახა კალაძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ, საარჩევნო კამპანიის პროცესში ხელის შეშლა, დანაშაულია
გადახედვა
-
რა ეღირება ლარი უქმეებზე? რა ეღირება ლარი უქმეებზე?
გადახედვა
-
10 ფეხბურთელი წლევანდელი ჩემპიონატიდან, რომლებზეც წამებში დაიქრაშები 10 ფეხბურთელი წლევანდელი ჩემპიონატიდან, რომლებზეც წამებში დაიქრაშები
გადახედვა
-
ჰკითხე ექსპერტს — ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას აგრძელებს ჰკითხე ექსპერტს — ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას აგრძელებს
-
ირაკლი კობახიძე: სამართალდამცავ სტრუქტურებს მინდა, მადლობა გადავუხადო 4 ოქტომბერს იუველირული მუშაობისთვის ირაკლი კობახიძე: სამართალდამცავ სტრუქტურებს მინდა, მადლობა გადავუხადო 4 ოქტომბერს იუველირული მუშაობისთვის
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ "ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე დგომისთვის" დედა ეკლესიას და შიო III-ეს მადლობა გადაუხადა ირაკლი კობახიძემ "ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე დგომისთვის" დედა ეკლესიას და შიო III-ეს მადლობა გადაუხადა
გადახედვა
-
მომჩივანმა სასამართლო AI იურისტის დახმარებით მოიგო მომჩივანმა სასამართლო AI იურისტის დახმარებით მოიგო
გადახედვა
-
EU-სა და ირლანდიაში, EU-ის არაწევრი ქვეყნებიდან გამოწერილ ამანათებზე, 1 ნივთზე "3 ევროიანი" მოსაკრებელი წესდება EU-სა და ირლანდიაში, EU-ის არაწევრი ქვეყნებიდან გამოწერილ ამანათებზე, 1 ნივთზე "3 ევროიანი" მოსაკრებელი წესდება
გადახედვა
-
"დრო ყველაფერს კურნავს" — ყველაზე დიდი ილუზია ემოციურ ტკივილზე "დრო ყველაფერს კურნავს" — ყველაზე დიდი ილუზია ემოციურ ტკივილზე
-
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო — Creator ჩემპიონატი არ გაჩერდეს არხზე საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო — Creator ჩემპიონატი არ გაჩერდეს არხზე
-
საუდის არაბეთში ექიმებმა სიამის ტყუპი დები წარმატებით განაცალკევეს საუდის არაბეთში ექიმებმა სიამის ტყუპი დები წარმატებით განაცალკევეს
გადახედვა
-
"ბათუმელები": ბათუმში ატრაქციონზე ბავშვი დაშავდა, ბავშვს ფეხი აქვს დაზიანებული, თაბაშირში აქვს ჩასმული "ბათუმელები": ბათუმში ატრაქციონზე ბავშვი დაშავდა, ბავშვს ფეხი აქვს დაზიანებული, თაბაშირში აქვს ჩასმული
გადახედვა
-
Swatch საათების ციფრული კლონების გამო Samsung-ისგან $170 მილიონს ითხოვს Swatch საათების ციფრული კლონების გამო Samsung-ისგან $170 მილიონს ითხოვს
გადახედვა
-
"სიჯიუტე მიზნის მიღწევაში გეხმარება" — გაიცანით ადამიანი, რომელმაც ნიქოზსა და ბედიანში საცოცი კედლები მოაწყო "სიჯიუტე მიზნის მიღწევაში გეხმარება" — გაიცანით ადამიანი, რომელმაც ნიქოზსა და ბედიანში საცოცი კედლები მოაწყო
-
"ფარას“ და "გრანტების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე სტრასბურგის სასამართლომ კომუნიცირების ეტაპი დაიწყო "ფარას“ და "გრანტების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე სტრასბურგის სასამართლომ კომუნიცირების ეტაპი დაიწყო
გადახედვა
-
ადამიანთა დაახლოებით მესამედი ამ პარაზიტითაა ინფიცირებული — მეცნიერები რისკებზე საუბრობენ ადამიანთა დაახლოებით მესამედი ამ პარაზიტითაა ინფიცირებული — მეცნიერები რისკებზე საუბრობენ
გადახედვა
-
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება — დემო დღე გაიმართა თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება — დემო დღე გაიმართა
-
კროსვორდი: გამოიცანი ქალაქი ცნობილი ღირსშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ქალაქი ცნობილი ღირსშესანიშნაობით
გადახედვა
-
კახა წიქარიშვილი: მე არსებითი სამართლიანობა მესმის ასე — თანხები უნდა განაწილდეს ისე, რომ დაკმაყოფილდეს ბავშვების მოკლევადიანი და გრძელვადიანი საჭიროებები კახა წიქარიშვილი: მე არსებითი სამართლიანობა მესმის ასე — თანხები უნდა განაწილდეს ისე, რომ დაკმაყოფილდეს ბავშვების მოკლევადიანი და გრძელვადიანი საჭიროებები
გადახედვა
-
ახალი კომპიუტერის ყიდვა ახლა ცუდი იდეაა — აი, რატომ ახალი კომპიუტერის ყიდვა ახლა ცუდი იდეაა — აი, რატომ
გადახედვა
კომენტარები