ტომ ჰოლანდერის თქმით, ერთხელ ტომ ჰოლანდში აერიათ და მილიონიანი ბონუსი დაურიცხეს
ფოტო: Cindy Ord / Getty Images; Matt Winkelmeyer / Getty Images
ტომ ჰოლანდერი ცნობილი ბრიტანელი მსახიობია, რომელმაც კარიერა ჯერ კიდევ 1981 წელს დაიწყო — თავისი კოლეგის, ტომ ჰოლანდის, დაბადებამდე 15 წლით ადრე. მას მიღებული აქვს ბრიტანული კინოაკადემიის ჯილდოც, თუმცა, ეჭვგარეშეა, ჰოლანდი უფრო პოპულარული გახდა. აი, მათი სახელების მსგავსებას კი თურმე ხშირად გამოუწვევია გაუგებრობა.
ჰოლანდერი ცოტა ხნის წინ სეთ მაიერსის შოუში იყო სტუმრად, სადაც წამყვანმა წინასწარვე გააფრთხილა, უხერხულ საკითხს უნდა შევეხოო და ჰკითხა, ტომ ჰოლანდში თუ ერეოდათ იგი.
"კი და ეს ძალიან ძნელია", — უპასუხა ჰოლანდერმა ნახევრად ხუმრობით. მისი თქმით, ხშირად მშობლები ეუბნებიან ხოლმე, ჩემს შვილებს თქვენთან შეხვედრა უნდათო; მაგრამ, რა გასაკვირია, ბავშვები ბოლოს იმედგაცრუებულები რჩებიან თურმე.
ჰოლანდერმა ასევე გაიხსენა, როგორ ჩაურიცხეს ერთხელ შეცდომით ჰოლანდისთვის განკუთვნილი თანხა, როცა ორივე მათგანს ცოტა ხნით ერთი აგენტი ჰყავდა.
"თეატრში ვიყავი", — ჰყვება მსახიობი, — "ახალდასრულებული მქონდა BBC-ის სერიალზე მუშაობა, რომლისთვის 30 ათასამდე [გირვანქა სტერლინგი] გადამიხადეს. ვფიქრობდი, ავშენდი, მომავალ წლამდე მაინც გავიტან თავს-მეთქი. მერე კი, შესვენებაზე, ელფოსტა შევამოწმე და აგენტის წერილი დამხვდა, The Avengers-ის შემოსავლიდან პირველი ბონუსის ჩეკს გიგზავნითო".
///
ჰოლანდერი, რა თქმა უნდა, დაიბნა, რადგან მარველის ამ პოპულარულ ფილმში იგი საერთოდ არ მონაწილეობდა. თანაც, ამატებს, ამ ოდენობის თანხა მანამდე არასდროს მენახაო — "ეს შვიდნიშნა რიცხვი იყო".
"ეს მისი ჰონორარი კი არ იყო, ბონუსი გახლდათ, თანაც მხოლოდ ფილმის თავდაპირველი შემოსავლიდან" — ჰყვება ჰოლანდერი, — "ამ დროს [ჰოლანდი] ალბათ 20 წლის იქნებოდა, ასე რომ, მაშინვე გამიქრა კმაყოფილების შეგრძნება, მანამდე რომ მქონდა. მაგრამ ეს ხომ შოუბიზნესია".
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
კომენტარები