რას ჭამდნენ ადამიანები 10 000 წლის წინ — კვლევა
დაფიქრებულხართ იმაზე თუ რას ჭამდნენ ადამიანები 10 000 წლის წინ?
და ია ახლა, მკვლევრებმა 9 700 წლით უკან დაიხიეს. მათ სკანდინავიის დასავლეთ სანაპიროზე, იმ ადამიანების კვალი შეისწავლეს, რომლებიც აქ ნადირობდნენ, საკვებს აგროვებდნენ და ჭამდნენ. ამ უძველესმა ადამიანებმა თავიანთი დიეტური საიდუმლოებები საღეჭ ფისში დატოვეს, რაც ქვის ხანის ცხოვრების უნიკალურ ხედვას გვთავაზობს.
სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მეცნიერებმა უძველეს საღეჭ რეზინზე დნმ-ის კვალი შეისწავლეს. კვლევამ უძველესი ადამიანების დღის რაციონი გამოავლინა და ასევე ნათელი მოჰფინა მათ სტომატოლოგიურ ჯანმრთელობას. მკვლევრებმა კბილებისა და ღრძილების მდგომარეობა ერთ-ერთი მოზარდის ნაშთების შესწავლით გამოავლინეს.
დაღეჭილი ფისის შესწავლით მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ამ ადამიანების საკვები ირმისა და კალმახის ხორცისგან შედგებოდა. ასევე ისინი აქტიურად იკვებებოდნენ თხილით.
აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ მოზარდს პაროდონტიტი აწუხებდა. ეს ღრძილების მწვავე ინფექციაა, რომელიც საკვების დაღეჭვას ართულებს.
დოქტორი ემრაჰ კირდოკი, მერსინის უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის დეპარტამენტიდან, საღეჭი ფისის მეტაგენომიურ ანალიზს ხელმძღვანელობდა.
"კლევამ გამოავლინა დნმ-ის თანმიმდევრობების სიმდიდრე და მასში ჩვენ ვპოულობთ როგორც პაროდონტიტთან დაკავშირებულ ბაქტერიებს, ისე მცენარეებისა და ცხოველების დნმ-ს, რომლებსაც ადამიანები მიირთმევდნენ", — განმარტა დოქტორმა კირდოკმა.
პროფესორი ანდერს გოტერსტრომი, პროექტის ხელმძღვანელი და პალეოგენეტიკის ცენტრის პროფესორი, აღმოჩენებს მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
"ეს სკანდინავიის დასავლეთ სანაპიროზე მონადირე-შემგროვებელთა მცირე ჯგუფის ცხოვრებას გვიჩვენებს", — თქვა გოტერსტრომმა.
კვლევით მეცნიერებს შეუძლიათ გაიგონ თუ რას ჭამდნენ ადამიანები 10 000 წლის წინ და როგორი იყო მათი პირის ღრუს მდგომარეობა. მეცნიერები კვლევების გაგრძელებას აპირებენ.
კვლევა Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები