გიორგი კეკელიძე

15 Jan. 2024, 13:45

დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკას დავემშვიდობე.
დავემშვიდობე შესანიშნავ თანამშრომლებს, რომლებთანაც დიდებული 11 წელი გავატარე.
იყო ბევრი ცრემლი და იყო ღიმილიც, რადგან:
ჩვენ შევძელით შეგვექმნა დიდი ისტორია ეროვნული ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო ბრენდად ქცევის
და ვუთხარი:
რომ მე მივდივარ ამაყი და თავაწეული, რადგან დავტოვე ბევრი შექმნილი და წავიღე დიდი სიყვარული.
რომ ისინიც უნდა დარჩნენ ამაყები და თავაწეულები, რადგან ეს ყველაფერი ერთად შევქმენით.
და ამ ქმნის პარალელურად
არ გვავიწყდებოდა ერთმანეთი,
რადგან ვიცოდით, რომ
ადამიანი არის მთავარი -
რომ წიგნს ქმნის ადამიანი,
რომ წიგნი იქმნება ადამიანებზე,
და წიგნს კითხულობს ადამიანი -
და რომ მთავარი არიან თვითონ,
ადამიანები - სხვადასხვა აზრისანი და ფიქრისანი
და რომ ადამიანი არის არჩევანი
და ხანდახან უარჩევნობაც
და რომ ცხოვრება გრძელდება
და რომ მათ აუცილებლად უნდა გააგრძელონ ამ საქმის კეთება უკვე ახალ მენეჯერთან ერთად
და რომ სულ ვიქნები მათი და ეროვნული ბიბლიოთეკის გულშემატკივარი.

წერს გიორგი კეკელიძე ფეისბუქზე. კეკელიძე ეროვნულ ბიბლიოთეკას 11 წელი მართავდა. პარტლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით, ის თანამდებობიდან მოხსნეს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  2. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
  3. ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება
  4. საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
  5. ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ