ელენე ხოშტარიას პროგრამა: იარე ფეხით, იმგზავრე ტრანსპორტით, იმოძრავე თავისუფლად
ფოტო: ანი ხოშტარია / On.ge
დღეს, 14 ივლისს, მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას, პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. ხოშტარია თბილისის მერობის კანდიდატად იყრის კენჭს.
ელენე ხოშტარიამ შეკრებილებს თავისი გეგმა გააცნო, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში თბილისში განახორციელებს. ესენია:
- შესაძლებლობების ქალაქი - მოხერხებული მოძრაობისთვის;
- იმგზავრე ტრანსპორტით - რაც ტრანსპორტით კომფორტულად მგზავრობას გულისხმობს;
- იარე ფეხით - რაც ტროტუარების მოწყობას და ფეხით სიარულის პოპულარიზაციას ეხება;
- იმოძრავე თავისუფლად - რაც ქალაქის საცობებისგან განთავისუფლებას გულისხმობს;
- დროებითი გამაგრება - რაც არსებული შენობების გამაგრების სისტემის განახლებას გულისხმობს.
ხოშტარიას თქმით, დღეს შენობის გამაგრებაზე 30 000-დან 50 000 ლარამდე იხარჯება, რის დროსაც შენობა მხოლოდ დროებით მაგრდება.
ხოშტარიას თქმით, ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა გაჭირვება და თბილისში ადამიანები ცხოვრებას არსებობისთვის ბრძოლა ჰქვია:
"თუ ჩვენ ვართ ნორმალური სოლიდური საზოგადოება, ჩვენ ვართ ვალდებულები, რომ ვიფიქროთ, როგორ დავუდგეთ გვერდში ესეთ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ჩვენ გვჭირდება არის განვითარების პერსპექტივა ქალაქში ეს არის ახალი სიცოცხლე, რომლის გარეშეც წინ ვერ წავალთ. ამიტომ ჩვენი პრობლემა დგას ამ ორ ძირითად ღერძზე. ერთი შევთავაზოთ დახმარება იმათ ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ და მეორე შევქმნათ განვითარების პერსპექტივა".
რამდენიმე დღის წინ, ელენე ხოშტარია, ინგა გრიგოლიას გადაცემაში, თბილისელებს მერად არჩევის შემთხვევაში თბილისელებს პენსიის მომატებასაც დაჰპირდა.
ელენე ხოშტარიას პროგრამის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია სატვირთო რკინიგზის გადატანა ქალაქის ცენტრიდან. მისი თქმით, "რკინიგზა ქალაქს დღეს შუაზე ჭრის და ქმნის ძალიან ბევრ პრობლემას".
ხოშტარიას განცხადებით, ეს პროექტი თავიდან გიგი უგულავამ თავისი მმართველობის პერიოდში "გააცოცხლა":
"მე ცოტა განსხვავებული ხედვა მაქვს, სამგზავრო რკინიგზა უნდა იყოს ქალაქში, მხოლოდ სატვირთო რკინიგზა უნდა გადავიტანოთ ქალაქიდან. რას გვიგვარებს ეს:
- ეს სატვირთო რკინიგზა და დაახლოებით 19 მატარებელი, რომელიც დღის განმავლობაში დადის ქალაქში და სარკინიგზო მეურნეობები, რომელიც არის ამ რკინიგზის გარშემო, ეს არის დაბინძურების ერთ-ერთი წყარო ავტომანქანებთან და სხვა მიზეზებთან ერთად. ანუ ეკოლოგიის თვალსაზრისით, ჩვენ ქალაქის დაბინძურების ერთ-ერთი წყარო გაგვაქვს ქალაქიდან;
- ამ უბანში გავაკეთოთ ცენტრალური პარკი. სატვირთო რკინიგზის გადატანით თავისუფლდება დაახლოებით 150 ჰექტარი სივრცე, ამ 150 ჰექტარ სივრცეში ჩვენ თანამედროვე, ინტეგრირებული, ურბანული გადაჭრის გზით უნდა შევქმნათ შესაძლებლობა ახალი მშენებლობების. ასევე ჩვენ ეს გვაძლევს საშუალებას ქალაქის განტვირთვის, იმიტომ რომ ავტომაგისტრალით, რომელსაც გავიყვანთ ჩვენ რკინიგზის ნაცვლად, ჩვენ ქალაქის ცენტრიდან გაგვყავს დაახლოებით 5 000 მანქანა საათში".
ელენე ხოშტარიას თქმით, ამ რკინიგზის გარშემო, დაახლოებით 70 ქუჩაზე, სახლები ავარიულ მდგომარეობაშია. მერობის კანდიდატი მათ რეაბილიტაციასაც გეგმავს.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა


კომენტარები