კადიროვი ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრებისთვის აშშ-ის სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, მზად არის, უკრაინელი ტყვეები გაათავისუფლოს
ფოტო: ჩეჩნეთის ლიდერის პრესსამსახური
ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მზად არის, დათმოს 20 უკრაინელი სამხედრო ტყვე, თუ აშშ-ის სანქციები გაუქმდება მისი დედის, ზრდასრული ქალიშვილების, არასრულწლოვანი შვილებისა და მეუღლის წინააღმდეგ.
ამის შესახებ მან 6 იანვარს, ჩეჩნეთში ამერიკის საზღვაო ქვეითთა დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სკოტ რიტერის სტუმრობისას განაცხადა. რიტერი, რომელიც სექსუალურ ძალადობაშია მსჯავრდადებული, ხშირად საუბრობს რუსეთის მხარდასაჭერად და ჩნდება რუსეთის სახელისუფლებო მედიაში.
გროზნოში ათასობით ჩეჩენი ჯარისკაცის წინაშე მიტინგზე გამოსვლისას, კადიროვმა თქვა, რომ ამერიკელ და ევროპელ პოლიტიკოსებს "არ აქვთ პატივი და ღირსება“ და პირობა დადო, რომ გააგრძელებს ბრძოლას ამერიკისა და დასავლეთის წინააღმდეგ, სანამ ისინი არ შეცვლიან თავიანთ დამოკიდებულებას ჩეჩნეთისა და "მუსლიმების მიმართ მთელ მსოფლიოში".
"მათ შეუძლიათ სანქციების დაწესება საკუთარი შვილიშვილისთვის“, — თქვა კადიროვმა. "ჩვენ ვებრძვით იმ ტერორისტ მკვლელებს, რომლებიც არ აძლევენ ხალხს მშვიდად ცხოვრების საშუალებას.
მე მაქვს საინტერესო შეთავაზება ჩვენი სტუმრისთვის — ჩვენ გვყავს ტყვეები დონეცკიდან და ლუჰანსკიდან", — თქვა კადიროვმა.
მან განაცხადა, რომ თუ აშშ მოუხსნის სანქციებს მის დედას, ქალიშვილებს, 18 წელს მიუღწეველ შვილებს და მის ცოლს, მზად არის, სანაცვლოდ პატიმრები გაათავისუფლოს.
"არცერთ მათგანს სრულიად არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან“,— დაწერა კადიროვმა მოგვიანებით Telegram-ზე.
კადიროვი ხშირად ნიშნავს საკუთარ ოჯახის წევრებს პოლიტიკურ თანამდებობებზე, მაგალითად, 25 წლის აიშატ კადიროვი, ამჟამად, სოციალურ საკითხებში ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერია.
კადიროვის თქმით, შეთავაზება გააკეთა იმიტომ, რომ "რომ წინასწარ იცის, რომ უბრალო უკრაინელების სიცოცხლე აშშ-ის ხელისუფლებისთვის არაფერს ნიშნავს".
"მათ მხოლოდ საკუთარი პრიორიტეტები აინტერესებთ და ამიტომ გავაკეთე განცხადება, რომ გამოჩნდეს ამერიკელი პოლიტიკოსების ნამდვილი სახე.”
თუმცა, Telegram პოსტში, რომელიც განცხადების შემდეგ დაწერა, კადიროვი ამტკიცებდა, რომ სკოტ რიტერმა "სწორად გაიგო“, რომ მისი განცხადება "ტროლინგი" იყო.
2022 წლის სექტემბერში აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა სანქციები დაუწესა ჩეჩნეთის ხელმძღვანელს და მის ოჯახის წევრებს, როგორც "უკრაინაში რუსული აგრესიის ხელშემწყობებს“.
კადიროვის ახლო ნათესავები შედიან იმ ადამიანების სიაში, რომლებთანაც აშშ-ის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს ეკრძალებათ საქმიანი ტრანზაქციების განხორციელება.
სიაში შედიან კადიროვის ცოლი — მედნი კადიროვა, ქალიშვილები — აიშატი და კარინა კადიროვები, ბიძაშვილი ტურპალ-ალი იბრაგიმოვი. ასევე, ფატიმა ხაზუევა და ამინათ ახმატოვა, რომლებიც, ასევე, კადიროვის ცოლებად მოიხსენიებიან.
კადიროვის დედა, აიმანი კადიროვა, აშშ-მა 2023 წლის აგვისტოში დაუწესა სანქციები, იმის გამო, რომ ის ახმატ კადიროვის ფონდის პრეზიდენტია. ფონდს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, უკრაინელი ბავშვები ჩეჩნეთში, სამხედრო ბანაკებში გადაჰყავთ.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები